სამოციან წლებში ფიდელ კასტრო გეი ადამიანებს შრომით-გამოსასწორებელ ბანაკებში გზავნიდა. მართალია, მას შემდეგ დიდი ნაბიჯები გადადგა კუბამ LGBT ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლაში, თუმცა ბევრი კუბელი ჯერაც ვერ ღალატობს ტრადიციებს და, შესაბამისად, ტრანსგენდერებს პრობლემები ექმნებათ განათლების მიღებასა და დასაქმებაში. მსგავს დისკრიმინაციას ბევრი მათგანი პროსტიტუციასა და ნარკოტიკებამდე მიჰყავს. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ მთელი ტრანსგენდერული კულტურა ამ ორი სფეროს გარშემო ტრიალებს ქვეყანაში.
ფოტოგრაფი კლაუდია გონსალესის მიზანი სწორედ ამ სავალალო რეალობის შეცვლა გახლდათ, როცა საგანმანათლებლო-საქველმოქმედო ორგანიზაციის CENESEX-ის პროექტის ,,ხელახალი გადანაწილება“ ფარგლებში ტრანსგენდერი ადამიანები სქესის შეცვლამდე და შემდეგ გადაეღო.
ფოტოები ერთ დღეს არის გადაღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ,,მდე და შემდეგ”-ს შორის არავითარი ფიზიკური ტრანსფორმაცია არ განუცდიათ. ეს კოლაჟი მხოლოდ სიმბოლურად აღწერს ქირურგიული ოპერაციის შედეგებს.
,,თავისუფლება, პროგრესი, მრავალფეროვნება, პატივისცემა“, – ეს არის ფოტოგრაფი კლაუდია გონსალესის დევიზი, რომელიც ამბობს რომ ტრანსგენდერი ადამიანის უფლებები მის ქვეყანაში ჯერაც ევოლუციის პროცესშია. სექსუალური უმცირესობების მიმართ ხალხის დამოკიდებულება ნელ-ნელა უკეთესობისკენ იცვლება და იმედოვნებს, რომ ეს პოზიტივი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მოიმატებს.