ჩვენ ტურისტები ვართ დედამიწაზე – მოგზაურობა პლანეტის გარშემო (+ვიდეო)

0
2697

წარმოიდგინეთ, რომ დედამიწა უზარმაზარი საჰაერო ხომალდია და ჩვენც დაუსრულებელ მოგზაურობაში ვართ, მოძრაობაში… რა მაგარი ხედებია ირგვლივ!!!

არადა ხშირად ვერც კი ვამჩნევთ… ხანდახან ისიც გვავიწყდება, რომ ვმოგზაურობთ… რომ აქ დროებით ვართ, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სილამაზე ვნახოთ, რაც შეიძლება მეტი გავიგოთ სამყაროზე და ჩვენზე…

ყოველდღიურობაში ჩაფლულებს აღარ გვახსოვს მოგზაურობის უმთავრესი მიზანი: შემეცნება, ტკბობა და რაც მთავარია, თავგადასავლები… არადა ყველაფერი აქ ჩამოსვლამდე დაგეგმეთ, გაწერეთ, გადაწყვიტეთ, მაგრამ მაინც ვერ ახერხებთ მოდუნებას, რელაქსაციას… ტკბობას… სიხარულს იმით,  რომ ასეთ მაგარ ადგილას ხართ…

დრო…დრო… მუდამ თან გვდევს შეგრძნება, რომ რაღაცას ვერ მოვასწრებთ და ასე, ყველაზე მეტ დროს იმაზე დარდში ვკარგავთ, რომ დრო არ გვაქვს…

ადამიანებო, დრო ჩვენი მოგონილი დასაზღვულობაა, რეალურად ის არ არსებობს… ყველაფერი მარადიულია, დედამიწაზე ცხოვრების გარდა…

ჩვენ ხომ ყველანი ტურისტები ვართ, ამ დროის, ამ ადგილის… ჩვენ ხომ მხოლოდ გავლით ვართ აქ… რათა დავაკვირდეთ, ვისწავლოთ, გავიზარდოთ, გვიყვარდეს… და მერე სახლში დავბრუნდებით…  ჰოდა, სანამ აქ ხართ, შეირგეთ თრიფი… ნუ დაივიწყებთ, რისთვის ხართ აქ…

ჩვენ მშვიდობიან ფრენას და სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ! დატკბით ხედებით 🙂