როგორ გამოვიყენოთ ოჯახური ნივთები კეთილდღეობის მოსაზიდად

0
937

,,ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა“, –  ალბათ, ყოველ ჩვენგანს გაუგია ეს გამოთქმა. სახლი მართლაც ერთგვარი ფარია, ადგილი, სადაც ყველაზე დაცულად და უსაფრთხოდ უნდა ვგრძნობდეთ თავს, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. ყოველი ნივთი, რომელიც სახლში გვიდგას, გარკვეული ენერგეტიკის მატარებელია და ზეგავლენას ახდენს როგორც ჩვენზე, ასევე გარემოზე. სწორედ მათი ენერგეტიკა ქმნის სახლში გარკვეულ აურას. მათთვის შესაფერისი ადგილის მიჩენით, ჩვენ შეგვიძლია ჩვენ სასიკეთოდ გამოვიყენოთ ეს ენერგია, ან კიდევ პირიქით, ენერგეტიკულ დონორებად ვიქცეთ მათთვის და თან გვდევდეს მუდმივი თავის ტკივილი და უსიამოვნებები.  ასე, რომ გადახედეთ:

როგორ მოქმედებენ ჩვენზე ელექტრონული მოწყობილობები

როგორ გამოვიყენოთ სარკის მაგიური თვისებები ჩვენ სასარგებლოდ

როგორ განვათავსოთ ავეჯი, ხალიჩები, საწოლი, ქურა და ფარდები, კეთილდღეობის მოსაზიდად

სახლის ენერგეტიკას თავისი კანონები აქვს. იგი წლების განმავლობაში იქმნება და გეხმარებათ თავი დაცულად და კომფორტულად იგრძნოთ. აუცილებელია, რომ ის ყოველთვის სუფთა და მოვლილი გქონდეთ. დამტვერილი ჭაღი, ჭუჭყიანი ფანჯრები და შავი დღისთვის გადანახული ზედმეტი ნივთები მხოლოდ უსიამოვნებებს იზიდავენ. სახლს ისე უნდა მოექცეთ, როგორც ცოცხალ არსებას. გახსოვდეთ, რომ ისიც გრძნობს და ისიც სუნთქავს.

ჩვენ მყუდრო სახლს და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ <3