ოცნების ახდენის უმარტივესი მეთოდი (+ვიდეო)

0
3407

თქვენ ალბათ ყველას გსმენიათ აფირმაციის მეთოდის შესახებ, რომელიც გვეხმარება ოცნებების მატერიალიზებაში. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი ფიქრებისა და სიტყვების ენერგიით ახერხებს სასურველი საგნისა თუ სიტუაციების რეალურ ცხოვრებაში მოზიდვას. ისევე როგორც ქაოტური შრომა არ იძლევა შედეგს, ქაოტური ფიქრებიც ქაოსის გარდა ვერაფერს მოგცემთ. სწორედ ამიტომ მიიჩნევა უმთავრესად  ფიქრების კონტროლი ყველა რელიგიასა თუ ეზოთერულ სწავლებაში.

ოცნების ასრულების ეს მეთოდი იმდენად მარტივია, რომ წინასწარი მომზადების გარეშე, სახლის პირობებში, დამოუკიდებლად შეგიძლიათ მოახერხოთ. გაითვალისწინეთ, რომ სურვილები აუცილებლად უნდა იყოს პოზიტიური, აუცილებლად აწმყო დროში (მაგალითად, მე მაქვს ახალი სახლი, მე მაქვს კარგი სამსახური, მე მაქვს ბედნიერი ოჯახი…)  და აუცილებლად უნდა გჯეროდეთ მისი ასრულების. აფირმაციაში არ უნდა იყოს უარყოფა (არ, ვერ, არ მინდა). კარგი იქნება თუ მოახერხებთ ზუსტად იმ ემოციის განცდას, რაც თქვენი ნატვრის შესრულების შემთხვევაში გექნებათ. წარმოიდგინეთ ხმები, რომელიც ამ ოცნების ახდენისას ჩაგესმებათ, სუნი, რომელსაც იგრძნობთ და ა.შ.

შეარჩიეთ ისეთი წყნარი ოთახი, სადაც კონცენტრაციაში ხელს ვერაფერი შეგიშლით და დაჯექით სარკის წინ. სარკე ოცნებებისა და მატერიალური სამყაროს დამაკავშირებელი რგოლია. მის წინ ერთი ჭიქა წყალი დადგით. წყალი თქვენი ენერგიის წყაროა. აანთეთ სანთელი, იგი უარყოფით ენერგიას ახშობს და არასასურველი მოვლენებისგან გიცავთ. აიღეთ ჭიქა მარცხენა ხელში და 10 წუთის განმავლობაში განუწყვეტლივ იმეორეთ თქვენი სურვილი.

ისე იფიქრეთ თქვენს ოცნებაზე, თითქოს უკვე ახდა. მაგალითად, თუ გსურთ ახალი სახლი, მოახდინეთ მისი დეტალური ვიზუალიზაცია, წარმოიდგინეთ როგორია, რამდენი ოთახია, რა ფერებშია გაწყობილი, ბუხარი არის თუ არა,  როგორი ავეჯი დგას, ვინ და ვინ ცხოვრებთ შიგნით, როგორ ცხოვრებთ და ა.შ. მერე წყალი დალიეთ და თქვით: მე მჯერა, მე ვგრძნობ, მე ვხედავ და ყველაფერი კარგად იქნება“.   ეს რიტუალი კვირაში ერთხელ, ზუსტად ერთსა და იმავე დღეს და დროს უნდა გაიმეოროთ, იქამდე, სანამ ოცნება არ აგიხდებათ.

დასასრულ კი დავამატებთ, რომ ამ რიტუალის ჩატარების პერიოდის გარდაც, ეცადეთ მუდამ პოზიტიურ აზრებზე და სურვილებზე კონცენტრირდეთ. მუდამ გახსოვდეთ ძველი ანდაზა – ,,გეშინოდეთ თქვენი ოცნებების, ისინი შეიძლება ერთ შვენიერ დღეს ახდეს”.

იხილეთ ვიდეო