რატომ დაარქვეს ურანს ურანი

0
3039

ურანი უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა. არის ვერსია, რომ მისი სიმბოლოც ამიტომ შეიცავს ასო H – ს (Herschel-ის ინიციალი) – ♅, მაგრამ ჰერშელს არ უწოდებია მისთვის ურანი, ინგლისის მეფის – ჯორჯ მესამის პატივსაცემად ჯორჯის ვარსკვლავად მონათლა. ურანი თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, ასტრონომიული კავშირის გადაწყვეტილებით,  იოჰან ბოდიმ დაარქვა ძველი ტრადიციების გასაგრძელებლად. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ურანუსი რომაული კი არა ბერძნული ოურანუსიდან იღებს სათავეს, მისი ლათინური მოდიფიკაციაა, რომაულად  ურანუსს კაულუსი ერქვა.

ურანი ძალიან ჰგავდა სატურნსა და იუპიტერს, ამიტომ ნათესაური კავშირებით ბოდი სატურნის მამასა და იუპიტერის ბაბუამდე გავიდა, ის მიიჩნევდა, რომ თუკი იუპიტერს ჰყავდა მამა კოსმოსში, სატურნსაც უნდა ჰყოლოდა, მითუმეტეს, რომ ურანუსი ყველაზე პირველი ღმერთი და სამყაროს გამგებელი გახლდათ. გარდა ამასა, ურანი ყველაზე ექსცენტრიკულია პლანეტებს შორის. იგი ერთადერთი პლანეტაა, რომლის ღერძი 90 გრადუსიანი კუთხით არის დახრილი ორბიტისადმი, თითქოს წამოწოლილიაო.  ასტროლოგიაშიც ურანი ნორმიდან გადახრებს მართავს, ყველაფერი გამორჩეული, არასტანდარტული, უჩვეულო ურანთან ასოცირდება.  მისი სიმბოლო აღნიშნავს, რომ ცნობიერზე (წრეზე) მაღლა დგას ჯვარი (მატერია), თუმცა ამ ჯვარზე არსებული საცეცები, რომლებიც ნამგალა მთვარეებს წარმოადგენენ და ანტენის ფორმას ქმნიან, მიუთითებს, რომ მატერია გამოიყენება, როგორც გზა შინაგანი სამყაროსკენ. ეს კოსმიური ცნობიერია.