რატომ დაარქვეს სატურნს სატურნი

0
4743

სატურნი ყველაზე ნელა მოძრავი პლანეტაა მზის ორბიტაზე (თუმცა საკუთარი ღერძის გარშემო საკმაოდ სწრაფად მოძრაობს), სატურნზე ერთი წელი დედამიწის 29 წელს უდრის, სწორედ აქედან  გაჩნდა მისი სახელის დროის ღმერთთან დაკავშირების იდეა. გარდა ამასა, ის ყველაზე დიდი პლანეტაა იუპიტერის შემდეგ და იყო კიდეც სატურნი ყველაზე ძლიერი, ვიდრე საკუთარი შვილი იუპიტერი არ დაამხობდა მას. სატურნი ასევე მიწათმოქმედების ღმერთადაც მიიჩნეოდა. ამიტომ გაჩნდა მის სიმბოლიკაში ნამგალი, ცელი -♄, რომელზეც მოთავსებულია მატერიალური სამყაროს აღმნიშვნელი ჯვარი.  მატერიას სატურნი ყველაფერზე მაღლა აყენებს.