რატომ დაარქვეს პლუტონს პლუტონი

0
2518

პლუტონის არსებობაზე ეჭვი მის აღმოჩენამდე გაჩნდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ასტრონომმა პერსი ლოუელმა ნეპტუნის და ურანის ორბიტების კვლევისას ბევრი უჩვეულო ნიუანსი შენიშნა, რომელთა მიხედვითაც დაასკვნა, რომ რომელიღაც უცნობი პლანეტის გრავიტაციის ძალა იწვევდა ამ მოვლენებს. ამ პლანეტის აღმოჩენა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოხერხდა. ტრადიციისამებრ, პლანეტისთვის სახელის დარქმევა აღმომჩენის პრეროგატივა გახლდათ, მაგრამ ამ ციურ სხეულს სახელი 11 წლის ბრიტანელმა გოგომ მოუფიქრა. საქმე ის იყო, რომ ეს პლანეტა ყველაზე დიდხანს იმალებოდა და ყველაზე ამოუცნობი გახლდათ დანარჩენებს შორის,  რომაელი მიწისქვეშა სამყაროს ღმერთის მსგავსად, რომელსაც მაშინ შეეძლო გაუჩინარება და გამოჩენა, როცა სურდა. გოგონამ ეს ვერსია ბაბუას გააცნო, ბაბუამ კი პლუტონის აღმომჩენ ტომბაუს მისწერა.  ასტრონომს მოეწონა იდეა, მითუმეტეს, რომ სახელის პირველი ორი ასო, პერსი ლოუელის ინიციალებს ემთხვეოდა.  აქედან იღებს მისი სიმბოლიკაც სათავეს.  ♇ – ეს ნიშანი ინგლისური P და L ინიციალების ერთიანობაა. თუმცა პლუტონს მეორენაირადაც აღნიშნავენ, ამ სიმბოლოში, სადაც იერარქია შემდეგნაირად ლაგდება – ჯვარი, ანუ მატერია ყველაზე დაბლა დგას, მას მოსდევს ნამგალა მთვარე – გონი და ყველაფერზე ბოლო საფეხურზეა წრე – სული. პლუტონიც მატერიის, გონისა და სულის ერთიანობის სიმბოლოა, სადაც ყველაზე მაღლა სული დგას.