რატომ დაარქვეს ნეპტუნს ნეპტუნი

0
3726

ნეპტუნის სახელწოდებასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა ვერსია განიხილება, ერთ-ერთი ვერსია ოკეანუსი გახლდათ (სავარაუდოდ, შეფერილობის გამო), მაგრამ აღმომჩენმა ურბან ლე ვერერმაც ტრადიციების გაგრძელება ისურვა და გადაწყვიტა ზღვის ღმერთის – ნეპტუნის სახელი ეწოდებინა მისთვის. მისი სიმბოლოც ნეპტუნის სამკაპა კვერთხის სტილიზებული ვერსიაა – ♆. ნეპტუნის ატმოსფეროს 90 პროცენტი წყალბადისგან შედგება, ირგვლივ კი ლურჯი მეთანის ღრუბლები აკრავს. სწორედ ამ ღრუბლების გამო ნეპტუნი ყოველგვარი ბურუსით მოცულის, დაფარულის, ირეალური სამყაროს სიმბოლოდ იქცა ასტროლოგიაში.