რატომ დაარქვეს მერკურს მერკური

0
3908

მერკური ყველაზე ახლოსაა მზესთან და ყველაზე სწრაფად მოძრაობს მის გარშემო, ამიტომ ღმერთების კურიერის სახელი უწოდეს. მერკური – ჰერმესია, ფეხზე ფრთიანი ხამლებითა და თავზე ფრთიანი ჩაფხუტით, რომელიც ინფორმაციას დაატარებდა ღმერთების დავალებით. ამ ჩაფხუტთან და მერკურის ორ გველ შემოვლებულ ფრთიან კვერთხთან – კადუცეუსთანაა დაკავშირებული მერკურის სიმბოლოც – ჯვარზე მოთავსებული წრე და წრეზე ფრთების მსგავსი ნამგალა მთვარე –  ☿. ნამგალა მთვარე – გონებას განასახიერებს, წრე – სამშვინველია (ცნობიერი), ჯვარი მატერია (ფიზიკური სხეული).  მერკურის შემთხვევაში გონება ყველაზე მაღლა დგას. ეს სიმბოლო კომუნიკაციის და ვაჭრობის სიმბოლოდაც ითვლება და ტრანსგენდერის სიმბოლოდაც, რადგან ცნობილია, რომ მერკურს და ვენერას (იგივე ჰერმესს და აფროდიტეს) ჰყავდათ შვილი სახელად ჰერმაფროდიტი, რომელსაც როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის ორგანოები ჰქონდა. ამიტომ თუკი მარსი მამრობითი სქესის პლანეტად მიიჩნევა,  ვენერა მდედრობითის, მერკური ორსქესოვან, საშუალო სქესის პლანეტად განიხილება.