მზის სიტემაში, დედამიწის გარდა, ყველა პლანეტა რომაული ღმერთების სახელების მიხედვით იწოდება. ვარსკვლავთმრიცხველობა (ასტრონომია და ასტროლოგია თავდაპირველად ერთიანი იყო) 4000 ზე მეტი წლის ისტორიას ითვლის. პლანეტებისთვის სახელების დარქმევაც რამდენიმე ათასი წლის წინ მოხდა. მაშინ რომს უდიდესი ზეგავლენა ჰქონდა თანამედროვე სამყაროზე და რომაელებმაც გადაწყვიტეს, თავიანთი ღმერთებისთვის რომ ესიამოვნებინათ, ციური სხეულებისთვის მათი სახელები დაერქვათ.
უძველესი ხალხი ცნობდა მნათობებს და მხოლოდ 5 პლანეტას, რომელთა დანახვა დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალითაც იყო შესაძლებელი: მარსს, ვენერას, მერკურს, სატურნს და იუპიტერს.
გაინტერესებთ, რატომ დაარქვეს ამა თუ იმ პლანეტას ამა თუ იმ რომაული ღმერთის სახელი და რას ნიშნავს მათი აღმნიშვნელი სიმბოლოები? იხილეთ ბმულები:
ასტრონომიის განვითარებასთან ერთად, სხვა პლანეტების აღმოჩენაც შესაძლებელი გახდა, რომლებიც თავიანთი სიშორის გამო რთული გასარჩევი გახლდათ და ამიტომაც უბრალო ვარსკვლავებად მიიჩნეოდნენ. ურანი 1781 წელს აღმოაჩინეს. ეს აღმოჩენა ახალი ძიების დაწყების საფუძველი გახდა. მომდევნო საუკუნეში, 1846 წელს იპოვეს ნეპტუნი და ბოლოს მხოლოდ გასულ საუკუნეში, 1930 წელს მოხერხდა დედამიწიდან ყველაზე შორს მყოფი პლუტონის აღმოჩენა. ეს პლანეტები მაღალი ოქტავის პლანეტებად მიიჩნევა. ურანი უმაღლესი მერკურია, ნეპტუნი – უმაღლესი ვენერა, პლუტონი კი – უმაღლესი მარსი.
თანამედროვე ასტრონომებმა ძველი ტრადიციის გაგრძელება გადაწყვიტეს და ახალ აღმოჩენილ პლანეტებსაც ბერძნული და რომაული მითოლოგიით შთაგონებულებმა დაარქვეს სახელები. მაშ ასე,