რომელია თქვენი ყვავილი

0
2296

ვერძი – წერწა

წერქა ვერძი ყვავილი

დევიზი – ჩემი ყლორტები დიდ სიმაღლეებს აღწევს!

მათ ბუნებრივი შარმი აქვთ და თავდაჯერება. როგორც ფუტკრები ვერ უძლებენ ამ ყვავილის ცდუნებას, ისე ხალხი ვერ ელევა ამ ადამიანების ქარიზმას. ბუნებით ლიდერებს ყოველთვით გააქვთ თავისი. ძლიერებს ძალიან მოსწონთ გამოწვევები და ხშირად ხდებიან ნოვატორები.

კურო – ყაყაჩო

კურო ყვავილი ყაყაჩო

დევიზი – შენს გრძნობებს სილამაზით მე ვამარაგებ!

მას უყვარს სილამაზე და ამ სილამაზის გაზიარება სხვებისთვის. ის დიზაინერად იბადება, გრძნობს სტილს და ოქროს ხელები აქვს. იცის სილამაზით ტკბობა, სიამოვნების ფასი და სხვებსაც კარგად აცხოვრებს…

ტყუპები  – ლავანდა

ტყუპები ყვავილი ლავანდა

დევიზი – ჩემი მშვენიერი ექსპანსია შემოქმედებითად აგავსებს!

მისი მომხიბლავი იდეები უზარმაზარ ტერიტორიებს იპყრობს და სილამაზით და სიხალასით ავსებს გარემოს… საოცრად პროდუქტულია, აქტიური და ,,ყველგან მოდებული”… ხშირად ძალიან ბევრი მიმართულებით არის განვითარებული… ლავანდას ხიბლიც ამაშია, ყოვეგვარი ბიძგის გარეშე ვრცელდება და იზრდება…

კირჩხიბი – ლოტოსი

კირჩხიბი ყვავილი ლოტოსი

დევიზი – უყურე ჩემს ფურცლებს რომ იგრძნო სიმშვიდე და მზრუნველობა!

ის სენსიტიურია და მგრძნობიარე… მასზე ძალიან მოქმედებს გარემო… უთქმელად ესმის, რას გრძნობთ და საყვარელი ადამიანების გარემოცვა უარყოფითი ზეგავლენისგან იცავს…

 ლომი – მზესუმზირები

ლომი ყვავილი მზესუმზირა

დევიზი – ჩემი სიკაშკაშით შენს სიბნელეს დავამარცხებ!

ის თბილია, გულღია და ბუნებით ლიდერი… თავდაჯერებულია და არასოდეს ეპარება ეჭვი საკუთარ სრულყოფილებაში… ხშირად ყურადღების ცენტრშია და საზოგადოების გული…

დილის ვარდი – ქალწული 

დილის ვარდი ქალწულის ყვავილი

დევიზი – მე მოგიტანთ სიცხადეს!

მოქმედებამდე ყოველთვის ფიქრობს და ადგენს კონკრეტულ გეგმას… ის დაკვირვებულია და ანალიტიკური… უყვარს სხვების დახმარება… ყველაფერს აკეთებს სწორად და სუფთად… ხალხიც ხშირად მიდის მასთან დახმარების სათხოვნელად..

სასწორი  – ჰორტენზიები

სასწორი ჰორტენზიები ყვავილი

დევიზი – მე ჩემს მშვენიერებაში დაგაბალანსებთ!

ის კარგი შემფასებელია და მუდამ სილამაზით გარშემორტყმული… გატაცებულია ხელოვნებით და ვერ ეგუება უხეშობას და უსამართლობას…

მორიელი – ქრიზანთემები

მორიელი ქრიზანთემები

დევიზი – ,,ჩემი საიდუმლოებები მუდამ საიდუმლოებებად დარჩება”!

მას ბევრი შრე აქვს… როცა ადამიანებს ჰგონიათ, რომ ბოლომდე შეისწავლეს, უცებ ახალი ფურცელი ჩნდება ახალი სიურპრიზებით. გიჟდებიან ინტრიგების თესვაზე, მაგრამ თავად ყველაფერში გარკვეულობა და სიცხადე სურთ. არაჯანსაღი სიტუაცია შეიქმნა? დაუძახეთ მათ, ისინი ყოველივეს მოჰფენენ ნათელს, გაწმენდენ ჰაერს და ახალი ფურცლიდან ჯანსაღ ცხოვრებას დაგაწყებინებენ. ძალიან სერიოზულები არიან საკუთარ გრძნობებში და პრობლემების სიღრმეში წვდომის საოცარი უნარით ეხმარებიან სხვებს საკუთარ თავში არეულობის დალაგებაში.

ნარცისი – მშვილდოსანი 

ნარცისი მშვილდოსანი

დევიზი – მე გაგიხსნით ახალ ჰორიზონტებს!

ის მხიარული და კარგი შესახედაობისაა. არ უყვარს სისუსტეების ჩვენება და ამიტომ მუდამ ძლიერად და ოპტიმისტად გვევლინება… უყვარს ფილოსოფიური იდეების გაზიარება და ყოველთვის პირდაპირ და პატიოსნად ამბობს ყველაფერს, რასაც ფიქრობს.

თხის რქა – მიხაკი

მიხაკი თხის რქა

დევიზი: სისადავეა თავისი თავის ჯილდო!

ისინი თავისი საქმის პროფესიონალები არიან და ყოველთვის ყველაფერი წესრიგში აქვთ. ძლიერი ნებისყოფის მიზანდასახული ხალხია. ბუნებით ლიდერებს ბევრი ძლიერ დასაყრდენად მიიჩნევს. მათ ყოველთვის თავისებურ ყაიდაზე სურთ საქმის კეთება და ყოველთვის ყველაზე მეტს თავად შრომობენ ამისათვის.

მერწყული – ორქიდეები 

ორქიდეები მერწყული

დევიზი: ჩემი ეფექტურობა ჩემს უნიკალურობაშია!

ისინი ცნობისმოყვარეები არიან და გამომგონებელი, მათ კონტრადიქტორული ბუნება აქვთ. ეს მეოცნებე ნატურები ხალხს იზიდავენ თავისუფლებისმოყვარე და ექსცენტრული ბუნებით. ყველაზე ჰუმანურებს სამყაროსეული ხედვაც ფრიად ორიგინალური აქვთ.

თევზები – წყლის შროშანი

თევზები წყლის შროშანი

დევიზი: ჩემი ფესვები სხვისთვის უხილავ ცოდნას ეხებიან!

ძალიან ღრმა და მგრძნობიარე ადამიანები არიან.  მათთვის ტკივილის მიყენება და მათი დაზიანება ადვილია. წყალი ყველა მცენარის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ წყლის შროშანის ყველაზე მეტად, რაც მათ ინტუიციას აძლიერებს. ეს ყვავილი და ადამიანები მთლიანად შთანთქავენ გარშემომყოფების ემოციებს, გრძნობებს… შეუძლიათ გაიგონ მათი აზრები, იდეები და განიცადონ და გაიაზრონ ყველაფერი ზუსტად ისე, როგორც სხვებს. ამიტომ ხშირად კარგავენ კონტროლს საკუთარ ემოციებსა და ფიქრებზე. ისინი ნამდვილი მედიუმები არიან, შემოქმედებითი ნიჭით სავსე ადამიანები. უბრალოდ ცოტა მიწაზე დაშვებაც არ აწყენდათ.