წიგნები ქალწულებისთვის

0
1185

თქვენ  მოსიარულე ბიბლიოთეკა ხართ, წიგნის ჭია. გიყვართ კითხვა და არ უშვებთ ხელიდან არცერთ სახელგანთქმულ  წიგნს, რა ჟანრისაც არ უნდა გახლდეთ. სულაც არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ ქალწულების  წარმომადგენელმა ფრედერიკ ბეგბედერმა  მეოცე საუკუნის საუკეთესო წიგნების ორი  სია შეადგინა და გამოაქვეყნა, ერთი გამოკითხვებზე, ხოლმე მეორე საკუთარ არჩევანზე დაყრდნობით.

ქალწულებს აინტერესებთ სამეცნიერო პუბლიკაციები და არც კლასიკოსების ხელახლა გადაკითხვის იდეა აფრთხობთ:  ჰომეროსი, მიშელ დე მონტენი, ძველი ფრანგული ან სულაც  შუა საუკუნეების ინგლისური პიესები…

თქვენ უპირატესობას ანიჭებთ ავტორებს, რომლებიც  ემოციებისა და სოციოლოგიური მოტივაციების გაანალიზებას ცდილობენ. მაგალითად, ჰენრი ჯეიმსის ,,ქალის პორტრეტი“, უმბერტო ეკოს ,,ვარდის სახელი“, ,,ფუკოს ქანქარა“ – თქვენთვისაა შექმნილი. მოგეწონებათ ამელი ნოტომიც.