თქვენ, წესით, ძალიან უნდა გიყვარდეთ კითხვა, მაგრამ სქელტანიან ტომებს არ სწყალობთ. ზედმეტად ეკლექტიკური ხართ იმისთვის, რომ ერთი წიგნის კითხვას გადაყვეთ თან, თუნდაც შედევრი იყოს. თქვენ პატარა მოთხრობები გიტაცებთ, საგაზეთო ნოველები, ბასრი კალმით ნაწერი მოკლე სტატიები…
მიუხედავად წიგნების მიტოვების მავნე ჩვევისა, აუცილებლად ბოლომდე დაამთავრებთ ჯერომ სელინჯერის ბესტსელერს – ,,თამაში ჭვავის ყანაში“, თქვენ ხომ დაბადებით სოციოლოგი ხართ. მოგეწონებათ ართურ კონან დოილის უემოციო იუმორი, ტრუმენ კაპოტეს ,,სიმარტივე და სიმსუბუქე”. თქვენი ხასიათი ძალიან ჰგავს ჰოლის პერსონაჟს ნაწარმოებიდან ,,საუზმე ტიფანისთან“.
ჩვენ გირჩევთ, ყველაფერს დაწყებული პიერ შოდერლო დე ლაკროს ,,სახიფათო კავშირებით“, დამთავრებული ფრანსუაზ საგანის ,,მფარველი ანგელოზით“ , არჩევანი თქვენზეა. ასევე, მოგეწონებათ ალესანდრო პიპერნოს ,,განუყოფელნი“, რომელიც ორი ძმის ამბავს მოგვითხრობს, ბეგბედერი ,,99 ფრანკი“, თავს ნაცნობ გარემოში იგრძნობთ. შესანიშნავი არჩევანია სამუელ ბეკეტის ,,გოდოს მოლოდინში“.