ის ნაშრომები, რომლებიც თქვენ სიამოვნებას განიჭებენ კითხვისას, აუცილებლად დახვეწილი სტილითა და დელიკატური გრძნობებით დაწერილი უნდა გახლდეთ. წიგნები მხატვრობის, ლიტერატურისა და, ზოგადად, ხელოვნების შესახებ თქვენ პერფექციონისტობას პირდაპირ სალბუნად ედება. კლასიკაა! ასე არ ამბობთ ხოლმე? ხანდახან, თუ ხშირად? და მთელი მგზნებარებით.
როგორი მერყევი ხასიათიც არ უნდა გქონდეთ, ბევრს არ იფიქრებთ იმ სახელგანთქმული ნაწარმოებების გადაკითხვაზე, რომელთა რომანტიკული სიკვდილისთვის განწირული გმირებისთვის ცრემლის დაღვრა მოგიწევთ. კორნელი, ჯან რასინი, უილიამ შექსპირი წარმოუდგნელი სიამოვნების წყარო გახდება თქვენთვის. მეცხრამეტე საუკუნის რომანებიდან გირჩევთ ალექსანდრე დიუმას ,,ქალი კამელიებით“ წაიკითხოთ, რომლის გმირსაც, დარწმუნებულები ვართ, მთელი გულით თანაუგრძნობთ. თქვენ მოგეწონებათ სტენდალის მსგავსი ავტორების მიერ მოთხრობილი ისტორიები სიყვარულსა და საზოგადოებრივი ტანჯვაზე. ოსკარ უაილდის ,,დორიან გრეის პორტრეტი“.
მიუხედავად იმისა, რომ წესით თანამედროვე მწერლებით დიდად გატაცებული არ უნდა იყოთ, ვფიქრობთ, რომ ფილიპ სოლერსი თქვენს ინტერესს გამოიწვევს თავისი ,,მოთამაშის პორტრეტით“, ,,ქალით“. ისე, სულ მინდოდა მეკითხა, ბრეტ ისტონ ელისის ,,ამერიკელი ფსიქოპატის“ შესახებ რას ფიქრობთ? თქვენ ხომ ხელოვნების შეფასებაში ბადალი არ გყავთ.