წიგნები მშვილდოსნისთვის

0
2255

სათავგადასავლო ისტორიები თქვენთვის შეიქმნა, არა? ნამდვილად! როცა წიგნს შლით, ყოველი ფურცლიდან ეგზოტიკას ელოდებით, ახალი ქვეყნების აღმოჩენას, სხვა სამყაროში მოგზაურობას.

კითხვა ალბათ რედიარდ კიპლინგის ,,ჯუნგლების წიგნით“ დაიწყეთ. მერე ჟიულ ვერნმა გაგიტაცათ:  ,,ოთხმოცი დღე დედამიწის გარშემო“, ,,მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ“… ხარბად შთანთქავდით სტივენსონის ნაწარმოებების ყოველ ფურცელს, მაგალითად ,,განძის კუნძულს“.

სავარაუდოდ, მას შემდეგ თქვენი გონებრივი თვალსაწიერი საკმაოდ გაფართოვდა, ახლა ფილოსოფიური და შესაძლოა, რელიგიური ლიტერატურითაც იყოთ დაინტერესებული.  ამ საფეხურზე შეგვიძლია შემოგთავაზოთ ოშოს ,,მდოგვის მარცვალი“. ოშო თავადაც მშვილდოსანი გახლავთ, ცნობისთვის. ან კიდევ შმიდტის ,,პილატეს სახარება“.

როგორც უცხოეთის ლიტერატურის ექსპერტს, გირჩევთ  ერთხელ აუცილებლად გადაიკითხოთ სალმონ რაშდის ,,შუაღამის შვილები“ , გაბრიელ გარსია მარკესის ,,მარტოობის ასი წელიწადი“… სცადეთ, სტივ ტოლცის ,,მთელის ნაწილი“,  რომელიც ავსტრალიური ბუშიდან ჯუნგლებში წაგიყვანთ.