წიგნები მორიელებისთვის

0
3001

რაც უფრო მეტ ტანჯვას, ტანჯულსა და მტანჯველს, სისხლიან სცენებს გვპირდება ფაბულა, მით უფრო დიდი ბედნიერებით ჰკიდებს მორიელი წიგნს ხელს. მას მოსწონს დეტექტივები, ართურ კონან დოილი, ედგარ ალან პო… კვლევისა და ძიების პროცესი. რა არის იმ სამყაროში ჩაძირვაზე უფრო სასიამოვნო, სადაც თქვენს აულაგმავ ფანტაზიებს გასაქანი ეძლევა და საიმედოდ დაფარულ შავბნელ მხარეებზე თავისუფლად საუბრობენ.

მძაფრი ემოციების განცდის დაუძლეველ მოთხოვნილებას გრძნობთ? წიგნებში გინდათ უარყოფითი ენერგიისგან დაცლა? რატომაც არა. მითუმეტეს, როცა ამხელა არჩევანი გაქვთ ჰორორების უბადლო ოსტატებს შორის, როგორიცაა მაგალითად სტივენ კინგი.

მეტი ეროტიკა გსურთ? ერიკ ჯეიმსის ,,ნაცრისფრის ორმოცდაათი ჩრდილი“ შეგვიძლია გირჩიოთ, რომელმაც სადომაზოხიზმი მოდად აქცია. ნამდვილად არ დაგტოვებთ გულგრილს, ცოტა “ლაითად” თუ არ მოგეჩვენათ. თქვენ ხომ როცა მძაფრ ემოციებზე მიდგება საქმე, ლიმიტებს არ სცნობთ.

ადამიანის ქვეცნობიერში, მის ფარულ მოტივაციებში ქექვა თქვენი საყვარელი საქმიანობაა?  დოსტოევსკი გყავთ, თავადაც მორიელი. ნებისმიერი მისი ნაწარმოები: ,,იატაკქვეშეთის ჩანაწერებით“ დაწყებული, ,,ძმები კარამაზოვებით“ დამთავრებული,  თქვენს საყვარელ ჰობში, შეაღწიოთ ადამიანის ბნელ კუნჭულებში, პროფესიონალად გაქცევთ.

რეკომენდაციას გავუწევთ ჰერმან ჰესეს ,,ტრამალის მგელსაც“, თქვენნაირი ადამიანები ბევრ საინტერესო რჩევას მიიღებენ ამ წიგნში, ეგებ საკუთარი თავის ცოცხლად ჭამასაც მოეშვათ.