მერწყულები სულ სიახლეების ძიებაში არიან, მრავალმხრივი ინტერესები აქვთ. მათი უმეტესობა ფანტასტიკის სფეროთია გატაცებული: ტოლკინი, ბრედბერი, როულინგის ,,ჰარი პოტერი“… თუმცა უფრო ,,მძიმე“ ლიტერატურაზეც არ ამბობენ უარს. მაგალითად, ჯორჯ ორუელის ,,1984“, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანი გავიდა მისი გამოშვებიდან, მაინც ახერხებს მერწყულის დაინტერესებას. მის ცნობისმოყვარეობას, სავარაუდოდ, აღძრავს ასევე ჰარუკი მურაკამის უცნაური სახელწოდების წიგნიც ,,1Q84“…
თქვენი ფიქრების კვების წყაროდ ხშირად იქცევა ხოლმე საზოგადოებრივი სატირა რევოლუციური კონცეფციებით. მაგალითად, ამელი ნოტომი, რომელიც ასევე ქალწულების ფავორიტებში მოხვდა. მშვენიერი არჩევანი იქნება – სტივენ კინგის ,,წელიწადის დრონიც”.
თავისუფლების იდეით შეპყრობილ მერწყულებს ვურჩევთ რიჩარდ ბახის ,,თოლია, სახელად ჯონათან ლივინგსტონი“ და ენტონი ბერჯესის ,,მექანიკური ფორთოხალი“ წაიკითხონ… მოგეწონებათ აგრეთვე მილან კუნდერას ,,ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“…