წიგნები ლომებისთვის

0
3314

წიგნის ავტორიც, სათაურიც, სტილიც და თემატიკაც ძალიან თვალშისაცემი უნდა გახლდეთ, თქვენი ყურადღება რომ მიიპყროს. მაგალითად, ერნესტ ჰემინგუეი, რომლის ცხოვრებაც მისი ნაწარმოებებივით განსაკუთრებული გახლდათ, თქვენს გემოვნებას აუცილებლად დააკმაყოფილებს. წაიკითხეთ: ,,მშვიდობით იარაღო“, ,,განუყრელი დღესასწაული“ და ა.შ. ფაბულის მიუხედავად, ავტორი მომაჯადოებელ და საუცხოო სამყაროზე მოგვითხრობს.

თუ არ გაქვთ წაკითხული, ძალიან გაგახალისებთ ბერნარდ შოუს ,,პიგმალიონი“. გირჩევთ აგრეთვე უილიამ ფოლკნერის ,,ხმაური და მძვინვარება“…

თქვენ დრამა გჭირდებათ, ამაღლებული გრძნობები… აუცილებლად წაიკითხეთ ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ,,დიდი გეთსბი“, ,,ნაზია ღამე“. ისინი მდიდრების სამყაროს კარებს გაგიღებენ, საუცხოო ვილები, ფრანგული რივიერა… ადამიანები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, მოკლან დრო. ამ ფუფუნების დეტალური აღწერა, აუცილებლად დაგაინტერესებთ, რაც თქვენი აბსოლუტური უფლებაა, ბოლოს და ბოლოს.