წიგნები კუროებისთვის

0
2492

წიგნს რომ ხელი მოჰკიდოთ, ამისთვის აუცილებლად შესაფერისი გარემო გჭირდებათ:  მშვიდი, წყნარი და კომფორტული. ზაფხულში –  გემრიელი შეზლონგი, ხილის ნატურალური ფრეში ხელის გაწვდენაზე, ზამთარში – რბილი სავარძელი, თბილი პლედი, გუზგუზა ბუხარი, ცხელი შოკოლადი და კითხვისთვის  განწყობაც მზად არის.

თქვენთვის ზედგამოჭრილი მეცხრამეტე საუკუნის ფრანგული კლასიკაა. სწორედ ამ პერიოდში გახდა აქტუალური რეალისტური მოთხრობები, თქვენ რომ ასე ძალიან აფასებთ. მატერიალიზმს ცოტა რომანტიკაც მიუმატეთ და თქვენი მენიუც მზადაა. შეგვიძლია შემოგთავაზოთ,  ონორე დე ბალზაკის ,,ადამიანური კომედია“, სადაც წინა პლანზეა წამოწეული მატერიალური და სოციალური საკითხები. ძალიან მარტივად გაიგებთ. სცადეთ ფოლკნერიც, ჟან ჟიონოც…

თანამედროვე ავტორებიდან გირჩევთ ტომ ვულფის : ,,სისხლიან მაიამის“, ,,ამაოების კოცონს“, დუგლას კენედის ბესტსელერს: ,,ფულის ძიებაში“…