წიგნები კირჩხიბისთვის

0
1360

თქვენ და წიგნებს სიყვარულის ისტორია გაკავშირებთ ერთმანეთთან.  კირჩხიბები სიამოვნებას იღებენ ემოციური პროცესების კვლევითა და სხვა ადამიანების გრძნობების განცდის შესაძლებლობის ქონით. დიდი ალბათობით, გატაცებული  უნდა იყოთ პოეზიით და  შარლ ბოდლერის ,,ბოროტების ყვავილები“  სასთუმალთან დასადები წიგნების რიცხვში გქონდეთ.

თუ  ჯერ არ მოხიბლულხართ, აუცილებლად მოიხიბლებით ანტუან დე სენტ ეკზიუპერის ,,პატარა პრინცით“. ეს დიდებისთვის დაწერილი ზღაპარია და მეტაფორებით აუცილებლად მოგაჯადოვებთ, თქვენ ხომ რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, მაინც ბავშვური სული გაქვთ. თავად ეკზიუპერიც ხომ კირჩხიბი გახლდათ, როგორც მარსელ პრუსტი, რომელიც არ არის თქვენი ყურადღების მიღმა დასატოვებელი მწერალი.  აუცილებლად წაიკითხეთ – ,,დაკარგული დროის ძიებაში“ და დარწმუნებული იყავით, რომ ეს არ იქნება დროის კარგვა – მთლიანად კირჩხიბის სულით  გაჟღენთილი წიგნია.

ძალიან მოგეწონებათ რემარკი:  ,,ტრიუმფალური თაღი“, ,,სამი მეგობარი“… რემარკივით არავის შეუძლია განგაცდევინოთ ის, რასაც მისი რომანის გმირები გრძნობენ.

თანამედროვე მწერლებიდან გირჩევთ ნაბოკოვის ,,ლოლიტას“ და ,,ადას“…

თუ გავითვალისწინებთ წარსულისადმი თქვენს სენსიტიურ დამოკიდებულებას,  ისტორიული ბიოგრაფიებიც აუცილებლად საინტერესო არჩევანი იქნება თქვენთვის.