წიგნები თხის რქისთვის

0
2834

თქვენ სიჩუმის მოყვარული, ბეჯითი, სერიოზული და დაჟინებული მკითხველი ბრძანდებით. რამდენიმე ტომიანი ნაწარმოების წაკითხვაზეც არ იხევთ უკან, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე ხეირს ელით აქედან და თქვენს ძვირფას დროს ფუჭად არ ჰკარგავთ.

როცა პროფესიულ წიგნებს მოსწყდებით – პოლიტიკურ თუ სოციოლოგიურ ნაშრომებს – ისეთ მწერლებს  ჩაუჯდებით ხოლმე საკუთარ თავს რომ გაგონებთ. დიდი ინტერესით წაიკითხავთ ამბებს სიღარიბესთან ბრძოლაზე, მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებების გადალახვაზე, გზაზე – მაღალი საზოგადოებისკენ.

ბავშვობაში ალბათ ანდერსენის ზღაპრებს გაფაციცებული კითხულობდით. ,,გოგონა ასანთით“, ,,თოვლის დედოფალი“ თხის რქის სამყაროს აღწერენ. თქვენი საყვარელი მწერალი, შესაძლოა, ჯეკ ლონდონი გახლდეთ,  ისიც თხის რქა გახლდათ. სჩანს კიდეც “მარტინ იდენის” სულისკვეთებაში ეს.  ჩარლზ დიკენსიც თითქოს თქვენთვის წერდა, განსაკუთრებით ,,ოლივერ ტვისტს“.

შეგვიძლია ასევე შემოგთავაზოთ: დუგლას კენედის ,,ბედნიერების ძიებაში“, პოლ ოსტერის ,,ნიუ-იორკული ტრილოგია“,  სილვერ ტესონი…