თქვენ პოეზიით ხართ მოწამლული, ტრაგიკული რომანებით… წარმომიდგენიხართ რომელიმე პარკში, სკამზე, წიგნით ხელში საათობით ჩამომჯდარი… თქვენს ულევ ფანტაზიებს გასაქანი რომ მისცეთ, დროდადრო თითქოს გამვლელებისკენ აპარებთ თვალს, მაგრამ სინამდვილეში ისევ წიგნის სამყაროში ხეტიალობთ, მერე კი სანუკვარ ფურცლებს უბრუნდებით…
თქვენ სიურეალიზმის თაყვანისმცემელი უნდა იყოთ… გიომ აპოლინერი, ანდრე ბრეტონი, რომლებიც წინასწარმეტყველებაზეც კი არ იხევენ უკან, თქვენს მოწონებას ნამდვილად დაიმსახურებენ. მისტიკის სფეროდან შეგვიძლია შემოგთავაზოთ ბულგაკოვის ,,ოსტატი და მარგარიტა“.
როგორც გამოუსწორებელ რომანტიკოსს, გირჩევთ ლევ ტოლსტოის ,,ანა კარენინა“ და ალბერტ კოჰენის ,,მისი საყვარელი“ წაიკითხოთ.
თუკი რაიმე უფრო მსუბუქს ეძებთ, კომიქსები ან ხელოვნების წიგნები შეიძინეთ, რომელთა ვიზუალური მხარე აუცილებლად გაგიხალისებთ ემოციებს და ძალიან გასიამოვნებთ.