წიგნები ვერძებისთვის

0
2613

როგორ კლიშედაც არ უნდა მოგეჩვენოთ, თქვენ რომ წიგნმა გაგიტაცოთ, ძალიან  უნდა იყოთ დაინტერესებული  ამ წიგნის ისტორიით ან თემატიკით. წყნარად რომ დასხდეთ, რაიმე  ამაღელვებელი თავგადასავლით უნდა იყოთ მონუსხული. მაგალითად,  დიუმას სამი მუშკეტერი… თქვენც ხომ დარტანიანის სული გაქვთ, თავდაჯერებული და ახალ-ახალ გამოწვევებს მოწყურებული.  მილედის როლიც მოგიხდებოდათ, ძლიერი და დამოუკიდებელი ქალის… ჰენრი მილერის კირჩხიბის ტროპიკიც  მოგხიბლავთ ცხოველი და შემოქმედებითი ძალით. სერვანტესის ,,დონ კიხოტიც“ თუ თავისი ,,მასიურობით“ არ შეგაშინებთ, მშვენიერი არჩევანი იქნება თქვენთვის.

ვინაიდან ვერძები სამყაროს ცენტრად საკუთარ თავს მოიაზრებენ, აგრეთვე დააინტერესებთ ავტორები, რომლებიც ეგოს სწავლობენ. მაგალითად, მარგარეტ დიურასის (თავადაც ვერძია) ,,საყვარელი“, ან ფროიდის შრომები. შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჯეკ  კერუაკის ,,გზაზე“, რომელიც ბიტნიკების სიმბოლოდ იქცა: თქვენ ხომ გიყვართ აღმოუჩენელი ტერიტორიების დაპყრობა.