რომელი ზოდიაქოს ნიშანი რაშია მაგარი

0
2571

ასტროლოგიაში თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თავის კონკრეტული ფუნქცია აქვს და გარკვეულ სფეროებს მართავს. აქედან გამომდინარე, თითოეული მათგანი რაღაც საკითხებში დანარჩენებზე უკეთ ერკვევა და დახმარების ხელსაც სიამოვნებით გამოგიწვდით. ასე რომ, გადაავლეთ თვალი ჩვენს რჩევებს და მიმართეთ ყოველთვის კომპეტენტურ პიროვნებას:

ვერძი

tumblr_inline_n5hqu6Fnwi1sfuq1m

თუკი უკვე დიდი ხანია ვინმესთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობთ და რაციონალური საუბრით ვერაფერი გააწყვეთ, საქმის გასარჩევად ვერძი წაიყვანეთ. ერთხელ და სამუდამოდ გაგირკვევთ ყველაფერს და ყველას თავის ადგილს მიუჩენს, ზოგს საავადმყოფოში, ზოგს თქვენს გვერდით რესტორანში.  ვერძი აგარჩევინებთ ყველაზე სწრაფ მანქანას და  ზურგზე მოგიკიდებთ თუ სეირნობისას უეცრად ქუსლი მოგტყდათ. რა თქმა უნდა, ვერძი მამაკაცი ვიგულისხმე, მაგრამ არც ქალი დაიხევს უკან, მაშინვე მოძებნის ვინმეს, ვინც თქვენს ზურგზე მოკიდებას შესძლებს. მოკლედ, თუ გაგიჭირდებათ მისი სახელი ახსენეთ და.. ის ხომ ბავშვობიდან ოცნებობდა სუპერმენობაზე.

კურო

thats-so-raven-eating-pants

თუკი ჯანსაღი და გემრიელი საჭმლის ხასიათზე ხართ, კარგ რესტორანს ეძებთ თანაც ხელმისაწვდომ ფასებში,  რჩევა აუცილებლად ჰკითხეთ კუროს.  კურო ასევე ყველაზე უკეთ აგარჩევინებთ იშვიათი ჯიშის მცენარეებს თქვენი ბაღისთვის,  აგრეთვე საუკეთესო ავეჯს, შპალერს, მოკლედ,  ყოველგვარ კომფორტს და სილამაზეს თქვენი სახლისთვის და თუკი ფულის სესხება გიწევთ, ხელსაც გაგიმართავთ.  რაც არ უნდა ფინანსური კრიზისი ჰქონდეს, რომელიმე წიგნს  ჩამოიღებს თაროდან, ან ბალიშის პირს გადმოფერთხავს და აღმოაჩენთ რომ ყველაზე ჯიბეგაფხეკილ კუროსაც კი თქვენს სამეგობრო წრეში, თქვენზე მეტი ფული მაინც აქვს.

ტყუპები

giphy (2)

 

მასთან მხოლოდ მაშინ დარეკეთ ხასიათზე მოსვლას  თუ აპირებთ, სენტიმენტები მოსაწყენია. ახალი ადამიანების გაცნობის ხასიათზე თუ ხართ, პატარა ფლირტის, ან უბრალოდ ჭორაობის,  მაშინ დაურეკეთ. ნებისმიერ დროს! სადაც არ უნდა იყოს, თუნდაც სრულიად უცხო ადამიანთან სტუმრად, არც დაფიქრდება ისე მიგიპატიჟებთ.  ჭკვიანია ადამიანების რჩევა თუ გჭირდებათ, ტყუპებს მისწერეთ და პასუხად რომელიმე გენიის ცნობილ გამონათქვამს მიიღებთ ზუსტად ამ თემაზე. არავითარ შემთხვევაში არ გაბედოთ გრძნობებზე ლაპარაკი, შესაძლოა დაგცინოთ, ან საერთოდ სხვა თემაზე გადაგიტანთ საუბარს. ტყუპებს უნდა ჰკითხოთ აზრი , მაგალითად, მაშინ, როცა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ჭკვიანური მოსაზრების მოსმენა გსურთ. თქვენ გაიგებთ რას ფიქრობენ ექსპერტები, რა ხდება კულუარებში… თუმცა  ვერ გაიგებთ,  რას ფიქრობს თავად თქვენი მეგობარი ტყუპი. ის ხომ ფიქრობს იმაზე, რასაც ფიქრობენ სხვები.

კირჩხიბი

nwwna33i7bzemi6k3xnttap3rznwkthq19wvwmqcmnfcjbfi8ii97dsuetirmdbs

 

კირჩხიბს დასახმარებლად არ უნდა მიმართოთ!  თუკი ერთი ადამიანი მაინც მოიძებნება დედამიწის ზურგზე, რომელიც თქვენ კირჩხიბამდე გამოგიწვდით დახმარების ხელს, ის თითსაც არ გაანძრევს, მაგრამ თუ დარწმუნდა რომ მის გარდა პატრონი არ გყავთ, თხოვნის გარეშეც ყველაფერს მოგიგვარებთ. რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემებს ვგულისხმობთ, თორემ დილით ყავის ლოგინში მორთმევაზე ან საღამოს გემრიელი საჭმლის დახვედრებაზე ნამდვილად არ დაგზარდებათ.  მის გვერდით არც ამინდის პროგნოზის გადამოწმება დაგჭირდებათ დილაობით, ზუსტად გეტყვით რა უნდა ჩაიცვათ და ქოლგა  უნდა წაიღოთ თუ არა. კირჩხიბთან ერთად თვალდახუჭული შეგიძლიათ იაროთ ტყე-ღრეში, გადახვიდეთ ავტომაგისტრალზე და დარწმუნებული იყოთ, არაფერი მოგივათ.  ჯუჯღუნს ყურადღება არ მიაქციოთ, ხანდახან იმის კეთებაზეც წუწუნებენ, რის გაკეთებაც უხარიათ.

ლომი

tumblr_mcz2wgZx531rks9ito1_500

უეცრად პაემანზე თუ მიგიწვიეს, კლუბში ან რაიმე გლამურულ სიტუაციაში, თქვენ კი შესაფერისი ტანსაცმელი არ გაქვთ, ლომის გარდერობში აუცილებლად იპოვით იმას, რასაც ეძებთ. თავადაც სიამოვნებით გაგიწევთ კომპანიონობას გასართობად თუ მიდიხართ და დარწმუნებული იყავით რომ მერე ამ საღამოს ყველანი ძალიან დიდხანს გაიხსენებთ, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო საღამოს თქვენს ცხოვრებაში.  ლომმა ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა გაატაროთ დრო.  ამას გარდა, ლომს შეგიძლიათ დახმარება სთხოვოთ, თუკი რომელიმე მის ნაცნობთან  რეკომენდაცია გჭირდებათ. მათ ძალიან კარგად ეხერხებათ პრომოუშენი და  შესანიშნავ პიარს გაგიკეთებთ. ხო, მართლა,  თხოვნისას არ დაგავიწყდეთ მისი დიდსულოვნებისა და კეთილშობილი ბუნებისთვის ხაზის გასმა, თორემ შეიძლება სულ ამოუვარდეს თავიდან.

ქალწული

Edward-Scissorhands-makeup-GIF

თუკი საყვარელი სამოსიდან ლაქა ვერ გამოგყავთ, ქალწულს ჰკითხეთ რჩევა. სახლში გამართული წვეულების მერეც ქალწულს სთხოვეს თქვენთან დარჩეს, როგორც არ უნდა გეზარებოდეთ დალაგება, ისე დაწოლის უფლებას არ მოგცემთ მთელს ჭურჭელს თუ არ დარეცხავთ და სახლს არ დაგვით. თავადაც მოგეხმარებათ, რა თქმა უნდა. ამას გარდა ის შესანიშნავად ფლობს მაკიაჟის ხელოვნებას,  წარბებისა და ფრჩხილების გაკეთებაც ეხერხება. მოკლედ,  თავის მოწესრიგება თუ გსურთ და სალონში ფულის დახარჯვა – არა, ქალწული მეგობარი ამ დროს, ნამდვილი მისწრებაა. თუკი ერთი ქალწული მაინც გყავთ სახლში და თუ მისი კრიტიკის მოსასმენად ნერვები ჯერ კიდევ შეგრჩენიათ, თვალწასული კოლგოტით და ზურგზე მიკრული თმის ღერით არასოდეს მოგიწევთ სახლიდან გასვლა.

სასწორი

tumblr_mruiubuKZK1suvuffo1_500

სასწორს უნდა მიმართოთ რჩევისთვის, როცა რაიმე საკითხის ობიექტური შეფასება გინდათ და არ უნდა მიმართოთ რჩევისთვის როცა გადაწყვეტილებას ვერ იღებთ. იმდენი პოზიციიდან იმსჯელებს, თავად რომელ პოზიციაზეა ვერ გაიგებთ და ისე მოგეშლებათ ნერვები, საერთოდაც გადაიფიქრებთ, რის გაკეთებასაც აპირებდით.   სასწორი  მიგასწავლით დღესდღეობით ყველაზე პოპულარულ სილამაზის სალონს, გეტყვით რა არის მოდაში, სად შეგიძლიათ შეიძინოთ დახვეწილი აქსესუარები და შეგირჩევთ საუკეთესო ვარცხნილობას. სასწორი მეგობარი საშოპინგოდაც შეგიძლიათ გაიყოლოთ.  მას შესანიშნავი გემოვნება აქვს, ზუსტად იცის, რა გიხდებათ თქვენ და რა მოსწონს ხალხს, მაგრამ ნუ მიაქცევთ ყურადღებას მის ,,მაგრამ“-ს. ასევე გაითვალისწინეთ, თუკი თავადაც რაიმეს ყიდვა გადაწყვიტა და არჩევანს ვერ აკეთებს, არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ რომ ორივე (სამივე, ოთხივე..)  უხდება, თორემ სამუშაო დღის დამთავრებამდე ამ მაღაზიაში მოგიწევთ ყურყუტი და თუ იყიდა,  შესაძლოა მეორე დღეს ისევ უკან მიბრუნდეს გადასაცვლელად.

მორიელი

tumblr_inline_nfl3hbITVd1s7ltih

 

 

შეყვარებულთან დაშორების შემდეგ პოსტ-ტრავმულ მდგომარეობაში თუ იმყოფებით და რეაბილიტაცია გჭირდებათ,  თქვენ მორიელი მეგობრის სასწრაფო დახმარება გესაჭიროებათ. სანამ თქვენ ბედნიერად გრძნობდით თავს,  როგორი მშვენიერი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონოდა მას თქვენს სატრფოსთან, ახლა აღმოაჩენთ,  რომ : ,,მას თავიდანვე არ მოეწონა, მაგრამ არ გითხრათ, იმიტომ რომ  მაინც არ დაუჯერებდით და უბრალოდ გული გეტკინებოდათ“.   თქვენი ექსის ისეთ საძაგელ მხარეს დაგანახებთ,  ბედნიერად იგრძნობთ თავს, რომ ასეთი საშინელი ადამიანი მოიშორეთ. თითქოს ხელახლა დაიბადეთ!. საერთოდაც, კომპეტენტური ფსიქოლოგის რჩევას თუ საჭიროებთ, ფულს ნუ გადაყრით, ამ როლს მშვენივრად გაართმევს თავს თქვენი მეგობარი მორიელი. მან იცის,  როგორ წამოდგეთ ფეხზე, რამდენჯერაც არ უნდა წაიქცეთ და როცა ღრუბლებში დაფრინავთ, ძირს დაგანარცხებთ, თანაც ავარიული დაშვების ბრწყინვალე ინსტრუქციასაც  მოაყოლებს  ბონუსად.

მშვილდოსანი

tumblr_inline_mmxp4zsDcp1qz4rgp

სამოგზაუროდ წასვლას რომ გადაწყვეტთ, სანამ ტურისტულ სააგენტოში დარეკავდეთ, მშვილდოსანთან გაიარეთ კონსულტაცია. საერთოდ რომ არ იყოს თვითმფრინავში ნაჯდომი და ქვეყნის ფარგლებს გაცდენილი (იშვიათი შემთხვევაა, მაგრამ მაინც) ,  მასზე უკეთესად თრიფს ვერავინ დაგიგეგმავთ.  თანაც იმდენ რამეს მოგიყვებათ ამ ქვეყანაზე, იქ ჩასულს ყველაფერი ნაცნობი მოგეჩვენებათ. კარგი იქნება, თუ მასთან ერთად წახვალთ, თუ, რა თქმა უნდა, საწანწალოდ და თავგადასავლების საძებნელად მიდიხართ და  პენსიონერივით დასვენებას არ აპირებთ. მშვილდოსანმა იცის, როგორ მიიღოს ცხოვრებისგან მაქსიმუმი.  მართალია, დეტალებს დიდ ყურადღებას არ აქცევს და შესაძლოა მისი რჩევით საეჭვო რეპუტაციის სასტუმროში მოხვდეთ, მაგრამ იქედან მასთან ერთად მაინც კმაყოფილი და ბედნიერი წამოხვალთ, თანაც გეცოდინებათ, როგორ ამარტივებს ყველაფერს იუმორის გრძნობა.

თხის რქა

chest-thump

სამსახურს თუ ვერ შოულობთ, თხის რქას მიმართეთ, სივის შედგენაში დაგეხმარებათ , ვაკანსიების ლინკებს გამოგიგზავნით , გირჩევთ რა ჩაიცვათ და რა უნდა ილაპარაკოთ გასაუბრებაზე, მაგრამ  ნურასოდეს სთხოვთ  დაგაწყებინოთ სამსახური.  ის თვლის, რომ თუკი  სამსახური არ გაქვთ, ან კონკურენტუნარიანი არ ხართ, ან საკმარისად არ ცდილობთ და ასეთი კადრისთვის რეკომენდაციის გაწევით, რეპუტაციას არ შეილახავს.  ამას სჯობს, მასთან ერთად იაროთ ,,მეგობრულ“ შეკრებებზე და მის მიერ შედგენილი ქცევის კოდექსი გაითვალისწინოთ, შესაძლოა სასარგებლო ნაცნობობას გამოჰკრათ ხელი და თანაც მშვენიერი შთაბეჭდილებაც მოახდინოთ ,,საჭირო“ ხალხზე.  თხის რქა მხოლოდ პრაქტიკულ რამეებზე უნდა შეაწუხოთ.  მაგალითად, თუკი სადგურში ან აეროპორტში დახვედრა გსურთ, ან სადმე შემოგაღამდათ და ტაქსის ფული არ გაქვთ, თავად აუცილებლად ,,ვერ გამოძებნის“ დროს მოკითხვისთვის,  მაგრამ აუცილებლად გამოგიგზავნით მძღოლს, ან ანგარიშზე ტაქსის ფულის ჩარიცხვას შემოგთავაზებთ. პ.ს. ეცადეთ ამან რეგულარული სახე არ მიიღოს, თორემ როგორი ერთგულებიც არ უნდა იყვნენ, ერთ დღეს თქვენს ზარს შესაძლოა საერთოდ აღარ უპასუხონ.

მერწყული

merwyuli

მერწყულს მაშინ უნდა მიმართოთ, როცა არ იცით,  რა აკეთოთ და ძალიან მოწყენილი ხართ. მას უამრავი იდეა აქვს და სწორედ თქვენ გელოდებათ ამ იდეების სისრულეში მოსაყვანად.  ამასწინათ რომელიღაც სექტანტური დაჯგუფების ყრილობაზე მიიწვიეს, არ გინდათ წასვლა? მაგრად გაერთობით ერთად! ამ ეტაპზე თავს შეიკავებთ?  მაშინ არც თქვენი შეთავაზებული სისულელის ჩადენაზე გეტყვით უარს, ნებისმიერ საქმეში აგყვებათ და გაგყვებათ, თუკი თავგადასავლის სუნი ეცა. მას ყველაზე მეტად იმის განცდა ახალისებს, რომ რაღაც სიგიჟეს სჩადის.  მოკლედ, თუკი რაიმე ისეთი ,,არაორდინალობის“ ჩადენა გსურთ, ისტერიკის შიშით თქვენს ვერც ერთ მეგობარს რომ ვერ უმხელთ, მერწყულს შეუარეთ.   ის ჯერ სერიოზულად დაფიქრდება, ყველაფერს წარმოიდგენს, მერე ძალიან მაგრად იცინებს, მერე გულწრფელად აღფრთოვანდება თქვენით და  თვალებგაბრწყინებული გკითხავთ: როდის ვქნათ? ეს ერთადერთი ნიშანია, რომელიც ირაციონალურ საქციელს რაციონალურად სჩადის!…

თევზები

tumblr_inline_nc0ltnFHur1smnrq8

თუკი არავითარ დახმარებას არ საჭიროებთ და უბრალოდ ემოციებისგან დაცლა გსურთ, აღსარების ჩაბარება განკითხვის, კრიტიკისა და რჩევა-დარიგებების კორიანტელში გახვევის გარეშე, თევზების მხარი გამოგადგებათ საქვითინოდ. არავის არ შეუძლია გაგიგოთ ისე, როგორც მათ.  შეუძლიათ ზუსტად ის განიცადონ, რასაც თქვენ განიცდით და თქვენთან ერთად იტირონ. ნუ შეგაწუხებთ სინდისის ქენჯნა იმის გამო, რომ  საკუთარი პრობლემები მოახვიეთ თავს და დათრგუნეთ,  ისინი ერთნაირად განიცდიან თქვენი და ქუჩის ძაღლების პრობლემებს, ამქვეყნად კი იმდენი უბედური არსებაა, სადარდებელს თქვენ გარეშეც მოძებნიდნენ. სჯობს ისევ თქვენზე იდარდოს, ვიდრე გუშინ ნანახი მელოდრამის გმირებზე.

დოჩი გოგო