თუკი საყვარელი სამოსიდან ლაქა ვერ გამოგყავთ, ქალწულს ჰკითხეთ რჩევა. სახლში გამართული წვეულების მერეც ქალწულს სთხოვეთ თქვენთან დარჩეს, როგორც არ უნდა გეზარებოდეთ დალაგება, ისე დაწოლის უფლებას არ მოგცემთ, მთელს ჭურჭელს თუ არ დარეცხავთ და სახლს არ დაგვით. თავადაც მოგეხმარებათ, რა თქმა უნდა. გარდა ამისა, ის შესანიშნავად ფლობს მაკიაჟის ხელოვნებას, წარბებისა და ფრჩხილების გაკეთებაც ეხერხება. მოკლედ, თავის მოწესრიგება თუ გსურთ და სალონში ფულის დახარჯვა – არა, ქალწული მეგობარი ამ დროს, ნამდვილი მისწრებაა. თუკი ერთი ქალწული მაინც გყავთ სახლში და თუ მისი კრიტიკის მოსასმენად ნერვები ჯერ კიდევ შეგრჩენიათ, თვალწასული კოლგოტით და ზურგზე მიკრული თმის ღერით არასოდეს მოგიწევთ სახლიდან გასვლა.