რაში დაგვეხმარება მშვილდოსანი საუკეთესოდ

0
610

სამოგზაუროდ წასვლას რომ გადაწყვეტთ, სანამ ტურისტულ სააგენტოში დარეკავდეთ, მშვილდოსანთან გაიარეთ კონსულტაცია. საერთოდ რომ არ იყოს თვითმფრინავში ნაჯდომი და ქვეყნის ფარგლებს გაცდენილი (იშვიათი შემთხვევაა, მაგრამ მაინც),  მასზე უკეთესად “თრიფს” ვერავინ დაგიგეგმავთ.  თანაც იმდენ რამეს მოგიყვებათ ამ ქვეყანაზე, იქ ჩასულს ყველაფერი ნაცნობი მოგეჩვენებათ. კარგი იქნება, თუ მასთან ერთად წახვალთ, თუ, რა თქმა უნდა, საწანწალოდ და თავგადასავლების საძებნელად მიდიხართ და  პენსიონერივით დასვენებას არ აპირებთ. მშვილდოსანმა იცის, როგორ მიიღოს ცხოვრებისგან მაქსიმუმი.  მართალია, დეტალებს დიდ ყურადღებას არ აქცევს და შესაძლოა, მისი რჩევით საეჭვო რეპუტაციის სასტუმროში მოხვდეთ, მაგრამ იქედან მასთან ერთად მაინც კმაყოფილი და ბედნიერი წამოხვალთ, თანაც გეცოდინებათ, როგორ ამარტივებს ყველაფერს იუმორის გრძნობა.