რაში დაგვეხმარება მორიელი საუკეთესოდ

0
2310

შეყვარებულთან დაშორების შემდეგ პოსტ-ტრავმულ მდგომარეობაში თუ იმყოფებით და რეაბილიტაცია გჭირდებათ,  თქვენ მორიელი მეგობრის სასწრაფო დახმარება გესაჭიროებათ. სანამ თქვენ ბედნიერად გრძნობდით თავს,  როგორი მშვენიერი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონოდა მას თქვენს სატრფოსთან, ახლა აღმოაჩენთ,  რომ: ,,მას თავიდანვე არ მოეწონა, მაგრამ არ გითხრათ, იმიტომ, რომ  მაინც არ დაუჯერებდით და უბრალოდ გული გეტკინებოდათ“.   თქვენი ექს-ის ისეთ საძაგელ მხარეს დაგანახებთ,  ბედნიერად იგრძნობთ თავს, რომ ასეთი საშინელი ადამიანი მოიშორეთ. თითქოს ხელახლა დაიბადეთ! საერთოდაც, კომპეტენტური ფსიქოლოგის რჩევა თუ გჭირდებათ, ფულს ნუ გადაყრით, ამ როლს მშვენივრად გაართმევს თავს თქვენი მეგობარი მორიელი. მან იცის,  როგორ წამოდგეთ ფეხზე, რამდენჯერაც არ უნდა წაიქცეთ და როცა ღრუბლებში დაფრინავთ, ძირს დაგანარცხებთ, თანაც ავარიული დაშვების ბრწყინვალე ინსტრუქციასაც  მოაყოლებს  ბონუსად.