მერწყულს მაშინ უნდა მიმართოთ, როცა არ იცით, რა აკეთოთ და ძალიან მოწყენილი ხართ. მას უამრავი იდეა აქვს და სწორედ თქვენ გელოდებათ ამ იდეების სისრულეში მოსაყვანად. ამასწინათ რომელიღაც სექტანტური დაჯგუფების ყრილობაზე მიიწვიეს, არ გინდათ წასვლა? მაგრად გაერთობით ერთად! ამ ეტაპზე თავს შეიკავებთ? მაშინ არც თქვენი შეთავაზებული სისულელის ჩადენაზე გეტყვით უარს, ნებისმიერ საქმეში აგყვებათ და გაგყვებათ, თუკი თავგადასავლის სუნი ეცა. მას ყველაზე მეტად იმის განცდა ახალისებს, რომ რაღაც სიგიჟეს სჩადის. მოკლედ, თუკი რაიმე ისეთი ,,არაორდინალობის“ ჩადენა გსურთ, ისტერიკის შიშით თქვენს ვერც ერთ მეგობარს რომ ვერ უმხელთ, მერწყულს შეუარეთ. ის ჯერ სერიოზულად დაფიქრდება, ყველაფერს წარმოიდგენს, მერე ძალიან მაგრად იცინებს, მერე გულწრფელად აღფრთოვანდება თქვენით და თვალებგაბრწყინებული გკითხავთ: როდის ვქნათ? ეს ერთადერთი ნიშანია, რომელიც ირაციონალურ საქციელს რაციონალურად სჩადის!…