უეცრად პაემანზე თუ მიგიწვიეს, კლუბში ან რაიმე გლამურულ სიტუაციაში, თქვენ კი შესაფერისი ტანსაცმელი არ გაქვთ, ლომის გარდერობში აუცილებლად იპოვით იმას, რასაც ეძებთ. თავადაც სიამოვნებით გაგიწევთ კომპანიონობას, გასართობად თუ მიდიხართ და დარწმუნებული იყავით, რომ მერე ამ საღამოს ყველანი ძალიან დიდხანს გაიხსენებთ, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო საღამოს თქვენს ცხოვრებაში. ლომმა ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა გაატაროთ დრო. გარდა ამასა, ლომს შეგიძლიათ დახმარება სთხოვოთ, თუკი რომელიმე მის ნაცნობთან რეკომენდაცია გჭირდებათ. მათ ძალიან კარგად ეხერხებათ პრომოუშენი და შესანიშნავ პიარს გაგიკეთებთ. ხო, მართლა, თხოვნისას არ დაგავიწყდეთ მისი დიდსულოვნებისა და კეთილშობილი ბუნებისთვის ხაზის გასმა, თორემ შეიძლება სულ ამოუვარდეს თავიდან.