რაში დაგვეხმარება კირჩხიბი საუკეთესოდ

0
1323

კირჩხიბს დასახმარებლად არ უნდა მიმართოთ!  თუკი ერთი ადამიანი მაინც მოიძებნება დედამიწის ზურგზე, რომელიც თქვენ კირჩხიბამდე გამოგიწვდით დახმარების ხელს, ის თითსაც არ გაანძრევს, მაგრამ თუ დარწმუნდა, რომ მის გარდა პატრონი არ გყავთ, თხოვნის გარეშეც ყველაფერს მოგიგვარებთ. რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემებს ვგულისხმობთ, თორემ დილით ყავის ლოგინში მორთმევაზე ან საღამოს გემრიელი საჭმლის დახვედრებაზე ნამდვილად არ დაგზარდებათ.  მის გვერდით არც ამინდის პროგნოზის გადამოწმება დაგჭირდებათ დილაობით, ზუსტად გეტყვით რა უნდა ჩაიცვათ და ქოლგა  უნდა წაიღოთ თუ არა. კირჩხიბთან ერთად თვალდახუჭული შეგიძლიათ იაროთ ტყე-ღრეში, გადახვიდეთ ავტომაგისტრალზე და დარწმუნებული იყოთ, არაფერი მოგივათ.  ჯუჯღუნს ყურადღება არ მიაქციოთ, ხანდახან იმის კეთებაზეც წუწუნებენ, რის გაკეთებაც უხარიათ.