რაში დაგვეხმარება თხის რქა საუკეთესოდ

0
1280

სამსახურს თუ ვერ შოულობთ, თხის რქას მიმართეთ, სივის შედგენაში დაგეხმარებათ , ვაკანსიების ლინკებს გამოგიგზავნით, გირჩევთ, რა ჩაიცვათ და რა უნდა ილაპარაკოთ გასაუბრებაზე, მაგრამ  ნურასოდეს სთხოვთ  დაგაწყებინოთ სამსახური.  ის თვლის, რომ თუკი  სამსახური არ გაქვთ, ან კონკურენტუნარიანი არ ხართ, ან საკმარისად არ ცდილობთ და ასეთი კადრისთვის რეკომენდაციის გაწევით, რეპუტაციას არ შეილახავს.  ამას სჯობს, მასთან ერთად იაროთ ,,მეგობრულ“ შეკრებებზე და მის მიერ შედგენილი ქცევის კოდექსი გაითვალისწინოთ, შესაძლოა, სასარგებლო ნაცნობობას გამოჰკრათ ხელი და თანაც მშვენიერი შთაბეჭდილებაც მოახდინოთ ,,საჭირო“ ხალხზე.  თხის რქა მხოლოდ პრაქტიკულ რამეებზე უნდა შეაწუხოთ.  მაგალითად, თუკი სადგურში ან აეროპორტში დახვედრა გსურთ, ან სადმე შემოგაღამდათ და ტაქსის ფული არ გაქვთ, თავად აუცილებლად ,,ვერ გამოძებნის“ დროს მოკითხვისთვის,  მაგრამ აუცილებლად გამოგიგზავნით მძღოლს, ან ანგარიშზე ტაქსის ფულის ჩარიცხვას შემოგთავაზებთ.
პ.ს. ეცადეთ ამან რეგულარული სახე არ მიიღოს, თორემ როგორი ერთგულებიც არ უნდა იყვნენ, ერთ დღეს თქვენს ზარს, შესაძლოა, საერთოდ აღარ უპასუხონ.