თუკი არავითარ დახმარებას არ საჭიროებთ და უბრალოდ ემოციებისგან დაცლა გსურთ, აღსარების ჩაბარება განკითხვის, კრიტიკისა და რჩევა-დარიგებების კორიანტელში გახვევის გარეშე, თევზების მხარი გამოგადგებათ საქვითინოდ. არავის არ შეუძლია გაგიგოთ ისე, როგორც მათ. შეუძლიათ ზუსტად ის განიცადონ, რასაც თქვენ განიცდით და თქვენთან ერთად იტირონ. ნუ შეგაწუხებთ სინდისის ქენჯნა იმის გამო, რომ საკუთარი პრობლემები მოახვიეთ თავს და დათრგუნეთ, ისინი ერთნაირად განიცდიან თქვენი და ქუჩის ძაღლების პრობლემებს, ამქვეყნად კი იმდენი უბედური არსებაა, სადარდებელს თქვენ გარეშეც მოძებნიდნენ. სჯობს ისევ თქვენზე იდარდოს, ვიდრე გუშინ ნანახი მელოდრამის გმირებზე.