პოზიტიური დამოკიდებულებების შენარჩუნება

0
539

ზოგადად, პირველი თვალში ნაკლოვანებები გვეჩხირება ხოლმე. წარმოიდგინეთ თეთრი ზეწარი, უზარმაზარი ლაქით. ჩვენს ყურადღებას სწორედ ის ლაქა მიიპყრობს. ამ სავარჯიშოს მიზანია, ყველაფერში კარგი მხარის დანახვა ვისწავლოთ, ცუდი მხარეების უარყოფის გარეშე. ყველაფერი მშვენიერი კი არ არის, ყველაფერს ორი მხარე აქვს. ეცადეთ ყველაში და  ყველაფერში მოძებნოთ რამე ღირებული და მშვენიერი. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ საგანს, ნებისმიერ ნეგატიურ მოვლენასა თუ ფაქტს ყურადღებით დააკვირდით და იფიქრეთ, რა აქვს მას კარგი. ყველა ნეგატიური შტრიხის პარალელურად, თითო პოზიტიური შტრიხიც მოძებნეთ.  პოზიტიური მხარის დანახვით, დაფარული სილამაზის აღმომჩენად იქცევით. ეს ვარჯიში წინა სავარჯიშოების გაგრძელებაა  და ფიქრებისა და გრძნობების შეთანხმებულ მოქმედებას მოითხოვს. ყველაფერში რომ კარგი მხარის დანახვა შეძლოთ, თქვენი ემოციებისა (რეაქციების) და შეხედულებებისთვის  გადაბიჯება მოგიწევთ. მერე ძალიან საინტერესო ეტაპამდე მივდივართ: რას მეუბნება ეს ყველაფერი? რა უნდა ვისწავლო აქედან? რატომ არ მესმის? განხილვა, ანალიზი მხოლოდ დაგეხმარებათ. კრიტიკა საწყის წერტილად გამოიყენეთ.

ეს სავარჯიშო დაგეხმარებათ, ისწავლოთ პოზიტივზე კონცენტრაცია, სიმახინჯე სილამაზის აღქმაში ხელს ვეღარ შეგიშლით და პირიქით, ვერც სილამაზე დაგიბრმავებთ თვალს ისე, რომ ნეგატიური მხარეების დანახვა ვერ შეძლოთ. გაგივითარდებათ ტოლერანტულობის გრძნობაც. აღმოაჩენთ, რომ ამქვეყნად არ არსებობს ფაქტი, მოვლენა, საგანი თუ ადამიანი, რომელშიც რაღაც დადებითის მონახვას ვერ შეძლებთ. მეტი სიცხადისთვის გადახედეთ წარსულს.

loading...