ურანი ასცედენტის უარყოფითი ასპექტები

    0
    2119

    კვადრატი,  კვინკონსი- ზედმეტი თავისუფლებისმოყვარეობით გამოწვეული უპასუხისმგებლობა ცუდად აისახება თქვენს იმიჯზე. ადამიანები ფიქრობენ, რომ თქვენი ნდობა არ შეიძლება, რომ შეცდომებზე საერთოდ ვერ სწავლობთ. შეზღუდვების შიშით სერიოზულ ურთიერთობებს გაურბიხართ.

    იმდენად გინდათ რომ სხვებს არ ჰგავდეთ, შეიძლება პროვოკაციაზეც წახვიდეთ, განგებ მოიქცეთ უცნაურად, მხოლოდ შთაბეჭდილების მოსახდენად. თვითგამოხატვაზე ბევრი უნდა იმუშაოთ.

    ოპოზიცია – ეს ნიშნავს რომ ურთიერთობები თავისუფლებისკენ მიმავალ გზას გიხერგავენ. ყოველ შემთხვევაში თავად ასე აღიქვამთ. გეშინიათ რამეზე დამოკიდებული არ გახდეთ და იზიდავთ კიდეც უპასუხისმგებლო ადამიანებს, ვისზე დაყრდნობაც შეუძლებელია. ,,როგორ ყველა გიჟი მე უნდა გადამეკიდოს?“- სულ რაღაც უცნაურ სიტუაციებს იზიდავთ. პარტნიორული სფერო მუდმივად არეულია. მოულოდნელად, დაუგეგმავად შეიძლება დაქორწინდეთ. არსებობს განქორწინებების საფრთხეც. ან დაუქორწინებლობის საფრთხეც. თუნდაც მთელი ცხოვრება სტაბილურად ერთი პარტნიორი გყავდეთ, მუდამ  რაღაც ცვლილებები იქნება – განშორებები, შერიგებები, საცხოვრებელი ადგილების ცვლა, ემოციური გაუცხოება და დაახლოება… მოკლედ, სტაბილურად არასტაბილურობა, მოულოდნელობები და არასტანდარტული სიტუაცია პარტნიორობაში. ეს ყველაფერი თქვენი აღქმებიდან მოდის. თქვენი შიშების პროექციაა. საჭიროა ამის გაცნობიერება და მასზე მუშაობა.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია