ურანი ასცედენტის შეერთება

    0
    1069

    თუკი პირველი სახლიდან ხდება შეერთება (ანუ ურანი პირველ სახლშია), ძალიან არაორდინარული, შეიძლება ითქვას ექსცენტრიკული ადამიანი იქნებით. გიყვართ ადამიანების შოკირება და ბუნებრივადაც ახერხებთ ამას. მეამბოხე ხართ, რევოლუციონერი, არაპროგნოზირებადი. სად, როდის, როგორ, რას მოიმოქმედებთ წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ვერ იტანთ გათელილი ბილიკებით სიარულს, დრომოჭმულ ტრადიციებს, თავისუფლებისმოყვარე და ინდივიდუალისტი ბრძანდებით. თქვენზე ამბობენ რომ ცოტას აფრენთ. რომ უცნაური ხართ, არანორმალური. ან თუ არ ამბობენ ფიქრობენ მაინც. ისე ამაზე დიდად არც დარდობთ. ,,გიჟი ხარ“ კომპლიმენტად შეიძლება მიიღოთ.

     

    თუკი მეთორემეტე სახლიდან ხდება შეერთება, მაშინ ცოტა განსხვავებული სიტუაცია გვექნება – პირიქით, შეგეშინდებათ თქვენი უნიკალურობის, განსხვავებულობის გამოხატვის, მიუხედავად იმისა, რომ სურვილი გექნებათ. პირველი სახლის ურანისგან განსხვავებით, რომელიც ამაყობს იმით, რაც სხვებისგან განასხვავებს, თქვენ ამ განსხვავებს მალავთ და განიცდით, რომ ჩვეულებრივი არ ხართ. გეშინიათ, რომ გიჟად ჩაგთვლიან.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია