სატურნი ასცედენტის უარყოფითი ასპექტები

0
5737

კვადრატი, კვინკონსი – თქვენი ძლიერი მხარე ის არის, რომ ძალიან ამტანი ხართ, მომთმენი და შეიძლება ერთბაშად ვერა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ და ნელნელა უზარმაზარი სიმაღლეების მიღწევა შეგიძლიათ. ეცადეთ ამაში პოზიტივი დაინახოთ და პატარა წარმატებებით მოახერხოთ ბედნიერების განცდა. ბევრი კომპლექსი გაქვთ, თავდაჯერება გაკლიათ. დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა – რა გიშლით ხელს წარმატებაში? სატურნი აუცილებლად გაჩვენებთ რეალურ სურათს და ეს დაგეხმარებათ თქვენი სუსტი მხარეების გამოსწორებით საკუთარი თავის რწმენა მოიპოვოთ. გათავისუფლდით შიშებისგან. იმის შიშით, რომ რაღაცას თავს ვერ გაართმევთ უარი არ თქვათ ამბიციურ შემთავაზებებზე, თორემ შესაძლოა ბევრი დაკარგოთ. თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ. გამოხატეთ გრძნობები, ემოციები, სიყვარული, სიხარული, თორემ მელანქოლიად გექცევათ ისინი. ნუ გგონიათ, რომ ყველაფერი დამსახურებაზეა, გაეცით ხოლმე დამსახურების გარეშე და გახსენით გული იმისთვის, რომ ხანდახან დამუსახურებლადაც მიიღოთ. ნახავთ როგორ შეიცვლება ყველაფერი.

 

ოპოზიცია – იმდენად ხართ ჩაკეტილი საკუთარ თავში და იმხელა კედელი გაქვთ გარშემო აშენებული ვერავინ ახერხებს თქვენთან დაახლოებას. სრულ იზოლირებას უკეთებთ თავს და სხვებს ადანაშაულებთ სიცივესა და იმაში, რომ მხოლოდ მაშინ გაკითხავენ, როცა სჭირდებით.

უნდა გააცნობიეროთ, რომ ეს თქვენი შიშის პროექციაა. რეალურად თავად ხართ გაუხოებული მათგან, თავად გადიხართ დისტანციაზე, მარტოსულობის იმიჯს იქმნით, იმიტომ, რომ უამრავი კომპლექსი გაქვთ, პასუხისმგებლობის გეშინიათ, ვალდებულებებს ირიდებთ…და ფიქრობთ, რომ თქვენი შეყვარება შეუძლებელია… თავდაჯერების ნაკლებობა რომ გადაფაროთ, ცოტა ზემოდანაც კი იყურებით.. იმდენად გაქვთ საკუთარი თავის რწმენა შერყეული, კომპლიმენტები ყალბად გეჩვენებათ და ფარისევლობაში უთვლით მთქმელს…სნობის შთაბეჭდილებას ტოვებთ. უარყოფის ფობიით თავად უარყოფთ.  ასეთ პირობებში სხვების გულგრილობა არ უნდა გიკვირდეთ. აუცილებელია ამ საკითხზე მუშაობა.

შეიძლება არც დაქორწინდეთ, ან გვიან დაქორწინდეთ, ან ნადრევად დაქორწინდეთ, მაგრამ მეუღლისგან იზოლირებულად მოგიწიოთ ყოფნა . ასე თუ ისე, პრობლემები იქნება პარტნიორობის საკითხში და უნდ აგააცნობიეროთ, რომ ამ ყველაფრის სათავე თქვენი ქვეცნობიერი ფობიები და შიშებია, რომელსაც ამოქექვა და დამუშავება სჭირდება.  შეიძლება უფროსი მეუღლეც გყავდეთ. ან ასაკში დიდი განსხვავებით.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია