პლუტონი სატურნის შეერთება

0
1093

საოცარი თვითდისციპლინა, თვითკონტროლი. ეს ასპექტი მძიმე ტვირთია.  სამეზობლოს ყველა ბავშვს შეუძლია იცელქოს, იზარმაცოს, გაერთოს… და მხოლოდ თქვენ ისჯებით ამის გამო. შეიძლება ბავშვობაში დიდი დანაკარგებიც გქონდათ, მაგალითად მამა ძალიან ადრე დაკარგეთ და ადრე მოგიწიათ პასუხისმგებლობის თავზე აღება (განსაკუთრებით თუ ეს ასპექტი მზესთან არის კავშირში), თუმცა მხოლოდ ერთი ასპექტით ვერ იმსჯელებ.

ფაქტი ერთია – შეზღუდვების, ტანჯვების გზით მიდიხართ წინ. მიზნებით შეპყრობილი ხდებით. იგი გასწავლით რომ ყოველგვარი  უმნიშვნელო, ეფემერული, წარმავალი უნდა მოიიშოროთ და ფოკუსირდეთ იმაზე რაც მთავარია და არსებითი. ბიზნესისთვის კარგი ასპექტია. მიუხედავად იმისა რომ ბევრი დანაკარგი შეიძლება გქონდეთ, დიდ მასშტაბებზე შეიძლება გახვიდეთ.

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია