ნეპტუნი ასცედენტის უარყოფითი ასპექტები

    0
    4272

    კვადრატი, კვინკონსი – თქვენ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი გეპარებათ, ამიტომ როცა თავს გესხმიან, თავის დაცვას ვერ ახერხებთ, თავიდან ირიდებთ კონფლიქტებს, რადგან დარწმუნებული არ ხართ თქვენ თავში. მშობლებთან ჯანსაღი კომუნიკაცია არ გქონდათ მაშინ, როდესაც თქვენი ემოციური ინტელექტი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო და ახლა მთლად კარგად ვერც საკუთარ შინაგან საჭიროებში ერკვევით და საზოგადოებაშიც თქვენი ადგილის პოვნა გიჭირთ. არ იცნობთ თქვენს თავს და ვერ ხვდებით რა პროფესია აირჩიოთ. უფრო მეტს ოცნებობთ თვითგამოხატვაზე, ვიდრე რეალურად აკეთებთ რამეს. გგონიათ რომ ვინმეზე ნაკლებად ნიჭიერი ხართ. ეს კომპლექსი არც ისე კარგად აისახება თქვენს იმიჯზე. თქვენ ვერ გიგებენ. და უნდა გააცნობიეროთ, რომ ამაში დამნაშავე მხოლოდ თქვენ ხართ. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. დიდი პოტენციალი გაქვთ, უბრალოდ მისი მართვა უნდა ისწავლოთ. გამოდით მსხვერპლის როლიდან. ნუ მოიტყუებთ თავს. გაუსწორეთ თვალი რეალობას. აიღეთ ერთი რომელიმე მიმართულება და მიჰყევით მას. თუ პირველივე დაბრკოლებისას გზიდან არ გადაუხვევთ, ყველაფერი გამოვა!

    ოპოზიცია – თქვენ მტერ-მოყვარის განსხვავება გიჭირთ. გიჭირთ პარტნიორების რეალური აღქმა. იმდენად იდეალისტი ხართ, იმდენად არ გსურთ ნაკლოვანებებისთვის თვალის გასწორება, ხავსს ეჭიდებით, ყველაფერზე თვალს ხუჭავთ და ბევრი ამით ბოროტად სარგებლობს. შეპყრობილი ხართ მესიანიზმის სინდრომით – ან ვიღაცის გადარჩენას ცდილობთ, ან იქეთ თქვენ ხართ გადასარჩენი. შესაძლოა ლოთები, ნარკომანები, გიჟები ბომჟები, გაუბედურებული ადამიანები გეკიდებოდნენ. ეს იმიტომ რომ გრძნობენ თქვენს მგრძნობიარე ბუნებას, იმას, რომ ყველას გაგება შეგიძლიათ და იმას, რომ სიბრალული ხშირად სიყვარულში გეშლებათ. გათავისუფლდით ამისგან. ქველმოქმედება კარგია, მაგრამ არ უნდა გაზარალებდეთ. მხოლოდ იმის გადარჩენისთვის შეიძლება ბრძოლა, ვინც თავადაც იბრძვის გადარჩენისთვის და ვისი ჭაობიდან ამოყვანის მცდელობაშიც, თავად არ მოადენთ ზღართანს შიგ. თქვენი ფსიქოლოგიური უნარები, სხვების პრობლემების გაგების ნიჭი, მდიდარი წარმოსახვა გაცილებით უფრო სასარგებლოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მანიპულატორების და შანტჟისტების მსხვერპლად იქცევით და იმედგაცრუებული გა გულნატკენი ივლით. იმუშავეთ ამაზე.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია