ნეპტუნი ასცედენტის შეერთება

    0
    531

    გარშემომყოფებს თქვენი აღქმა ცოტათი უჭირთ. უჭირთ დაგინახონ ისეთი, როგორიც რეალურად ხართ.  სამყაროსთან ჩართულობა გაკლიათ. ხშირად მთლიანად თქვენ თავში იძირებით და მასთან კავშირს კარგავთ. ეს თქვენი ჰიპერსენსიტიურობის დამსახურებაა. იმდენად გტკენთ სასტიკი რეალობა გულს, მისთვის თვალის გასწორება არ გნებავთ. ძალიან ხართ დამოკიდებული გარემოზე. შეიძლება სხვების ტანჯვის ყურებამ ავად გაგხადოთ. მთელი სამყაროს ტანჯვით იტანჯებით. როცა ადამიანები იმედს გიცრუებენ, ჩუმად, თქვენთვის განიცდით ტკივილს. მატერიალურ საკითხებში დიდად ვერ ერკვევით. პერიოდულად ვარდისფერ სათვალეებს ირგებთ. დედამიწა თქვენთვის მთლად მშობლიური სახლივით არ არის. კარგი იქნება თუ გვერდით პრაქტიკული და მიწაზე მყარად მდგომი ადამიანი გეყოლებათ, რომელიც არ მოგცემთ ამ სამყაროში დაბნევის საშუალებას.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია

    loading...