კვადრატი, კვინკონსი – თქვენი თვითგამოხატვა, იმიჯი აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის თქვენს შინაგან სამყაროსთან. შთაბეჭდილებას, რომელსაც ტოვებთ, არაფერი აქვს საერთო იმასთან, ვინც სინამდვილეში ხართ. ემოციური ადამიანი ხართ და ცოტა ინფანტილურად ითხოვთ ყურადღების მიქცევას. შეიძლება ისტერიულობაც გახასიათებდეთ. მდიდარი სხეულის ენა გაქვთ, მაგრამ ადეკვატურად ვერ ახერხებთ იმის გამოხატვას, რასაც გრძნობთ. კარგი იქნება თუ ამ საკითხებზე იმუშავებთ.
ოპოზიცია – ეს ნიშნავს რომ იგი თქვენს დესცედენტს უერთდება და პარტნიორის მიმართ თქვენს მოთხოვნებს უსვამს ხაზს. გჭირდებათ მზრუნველი, თბილი, მეოჯახე ადამიანი, ვის გვერდითაც თავს მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნობთ. იგი შესაძლოა პრაქტიკულ ცხოვრებაში ვერ ერკვეოდეს, მაგრამ სამაგიეროდ მძლავრი ემოციური საყრდენი იქნება. ადვილად გიჩნდებათ პარტნიორზე ემოციური დამოკიდებულება. კარგად გესმით სხვების, იმდენად კარგად, რომ შესაძლოა სხვისი ემოციები საკუთარში ეგერიოთ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია