მერკური ასცედენტის უარყოფითი ასპექტები

    0
    5307

    კვადრატი/ კვინკონსი – თვითგამოხატვაზე უნდა იმუშაოთ. ის რასაც ამბობთ, ხშირად აცდენილია იმასთან, რასაც გულისხმობთ. ადამიანები ხშირ შემთხვევაში სწორად ვერ გიგებენ. ხრიკები არ გაგივათ, თუკი გულწრფელი არ იქნებით, ისინი აუცილებლად მიხვდებიან. ენერგიულ საუბარს ხშირად ჩხუბსა და აგრესიაში ჩაგითვლიან.

     

    ნუ იქნებით დაძაბული ახალი ნაცნობობისას, ფლირტი იქნება ეს, საქმიანი გასაუბრება თუ უბრალო მეგობრობის დასაწყისი. ნერვიულობა ბევრს გიფუჭებთ საწყის ეტაპზე. თქვენი სხეულის ენა ხშირად წინააღმდეგობაში მოდის იმასთან რასაც ფიქრობთ და ლაპარაკობთ. ანუ არაადევატური გამომხატველობა შეიძლება გახასიათებდეთ. იმუშავეთ ვერბალური თვითგამოხატვის დახვეწაზე. ნუ ისაუბრებთ საკუთარ პრობლემებზე. ნუ ილაპარაკებთ ბევრს. ჯერ დაფიქრდით რის თქმას აპირებთ და მერე თქვით, თორემ ამან შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ.  გახსოვდეთ, თქვენი ენა თქვენი მტერია, თუკი დროულად ვერ მოარჯულებთ.

     

    ოპოზიცია – კომუნიკაცია თქვენთვის აუცილებელია. გჭირდებათ ძალიან მრავალფეროვანი პარტნიორი, რომელთანაც ბევრ რამეზე ილაპარაკებთ. ვერბალური კონტაქტი ფიზიკურ კონტაქტზე ნაკლებად მნიშვნელოვანი არ არის თქვენთვის. საწინააღმდეგო სქესშიც ჭკუა ყველაზე მეტად გხიბლავთ. გიყვართ კამათი, ინფორმაციის გაცვლა გამოცვლა, სხვადასხვა თეორიების მოსმენა. ეს ტვინის მასაჟია, ტრენაჟორი. შეიძლება გახასიათებდეთ გაორებაც, ანუ რამდენიმე პარტნიორი გყავდეთ ერთდროულად.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია