მარსი ლილიტის ასპექტები

    0
    1770

    ლილიტი ფიქტიური წერტილია, მთვარის ყველაზე ბნელი მხარე, ცალკე ცოტა ენერგია აქვს, მაგრამ როდესაც რომელიმე პლანეტასთან ქმნის ასპექტს, მის ენერგეტიკულ არხზე ჯდება და ამ ენერგიას აბინძურებს. იგი პლანეტის უარყოფით მხარეებს ააქტიურებს.

    მარსის შემთხვევაში ეს უკონტროლო ქმედებები იქნება, უხეში ინსტინქტები,  დაუმორჩილებელი აგრესია. თქვენ გინდათ რომ ყველაფერი თქვენს ჭკუაზე აკეთოთ, ყველაფერზე ხართ წამსვლელი ამის გამო, ნებისმიერს გადაუვლით, ვინც გზაზე გადაგეღობებათ, მაგრამ იშვიათად აღწევთ იმას, რაც გსურთ. საჭიროა საკუთარი იმპულსები დაიმორჩილოთ და სანამ იმოქმედებთ, კარგად დაფიქრდეთ. ყოველთვის როცა თქვენს ცხოველურ ინსტინქტებს ყვებით, იცოდეთ რომ ლილიტი დაგატარებთ ყურით. მთლად ისეც ნუ იზამთ, რომ მთელი ენერგეტიკული არხი დაკეტოთ მისი შიშით და საკუთარი თავის დასჯა დაიწყოთ სურვილების გამო, უარი თქვათ სექსზე… უბრალოდ გაკონტროლება ისწავლეთ და ზომიერების დაცვა.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია