მარსი ასცედენტის უარყოფითი ასპექტები

    0
    2218

    კვადრატი, კვინკონსი – ცოტა უხეში ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, თუნდაც საერთოდ არ გქონდეთ განზრახული ეს. თვითგამოხატვის ფორმას აგრესიულობაში გითვლიან გარშემომყოფები. ენერგიულ საუბარს ჩხუბში. ეცადეთ ამ საკითხზე იმუშაოთ.

     

    ოპოზიცია – არის რაღაც პროვოკაციული თქვენში, თუნდაც ძალიან არაცნობიერში გადატყორცნილი, რომლის პროექცირებასაც ახლა სხვა ადამიანებსა და მოვლენებზე ცდილობთ. ჩახშობილი აგრესია კონკრეტული დაძაბული სიტუაციების სახით იღებს მატერიალურ ფორმას. უსიამოვნებებს პირდაპირ იწებებთ – უხეშობა, ჩხუბი, გარჩევები, სისხლი, ძალადობა… თითქოს ყველა მტრულადაა განწყობილი. ეცადეთ გააცნობიეროთ, რომ ამ აგრესიის მიზეზი თქვენშია. თქვენ გაქვთ წინასწარ შექმნილი მოლოდინი. თავდაცვით პოზიციაში ხართ. თავდასხმას ელოდებით და მაშინვე შეტევაზე გადადიხართ. ეგებ ჯობდეს ჯერ შეკითხვები დასვათ, დაფიქრდეთ და რეაგირება მერე მოახდინოთ? უამრავი ენერგია გაქვთ და უნდა ისწავლოთ მისი კონსტრუქციულად გამოყენება. იგი ძირითადად არაფრისმომცემ აგრესიაში იხარჯება.

     

    © mental.ge

    ყველა უფლება დაცულია