მარსი ასცედენტის შეერთება

    0
    1060

    თამამი და პირდაპირი ადამიანი ბრძანდებით. როცა რაღაც გსურთ, მიდიხართ და იღებთ. სწრაფი რეაქციები გაქვთ. იმპულსური ხართ და თავდაჯერებული, შესაძლოა ცოტა აგრესიული და თავხედი ადამიანის შთაბეჭდილებასაც ტოვებდეთ. დიდი სექსუალური ენერგია გაქვთ და სექსიც თქვენთვის ენერგიის წყაროა. სხვებს თუ ფიტავს, თქვენ, პირიქით, გავსებთ. საკუთარ სექსუალობაში თავს კომფორტულად გრძნობთ.

    ეს ასპექტი მამაკაცურ გარეგნობას იძლევა. ნაკვთებიც ცოტა უხეში გექნებათ, კანიც სიწითლის და ნაადრევი ნაოჭებისკენ მიდრეკილი. აღნაგობა ძლიერი. კარგი მუსკულატურა. გამოკვეთილი ნიკაპი, ან ყბები. მოძრაობენ სწრაფად და წინ თავწახრილი.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია