ლილიტი ვენერას  ასპექტები

    0
    628

    ლილიტი ფიქტიური წერტილია, მთვარის ყველაზე ბნელი მხარე, ცალკე ცოტა ენერგია აქვს, მაგრამ როდესაც რომელიმე პლანეტასთან ქმნის ასპექტს, მის ენერგეტიკულ არხზე ჯდება და ამ ენერგიას აბინძურებს. იგი პლანეტის უარყოფით მხარეებს ააქტიურებს.

     

    ვენერას შემთხვევაში ეს იქნება კომფორტის ზონაზე მიჯაჭვულობა, ფუფუნების საგნების გადაჭარბებული სიყვარული, სიზარმაცე, მატერიალურ სიამოვნებებში ჩაძირვა. პრობლემაა პარტნიორობაშიც. გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. შეიძლება გახასიათებდეთ ვამპირიზმი, ურთიერთობებით იკვებებოდეთ ენერგეტიკულ დონეზე. გქონდეთ კომპლიმენტების მიღების საშინელი სურვილი. როგორც არ უნდა ცდილობდეთ ძალიან კარგი იყოთ, თუნდაც პოპულარობა მოახერხოთ, შეიძლება არავის უყვარდეთ. ქალების შემთხვევაში, ქალური საწყისების რეალიზება გართულებულია, დამახინჯებულია, მამაკაცებს კი პარტნიორებთან ექმნებათ პრობლემები, შეიძლება ისეთი ქალის მსხვერპლი გახდნენ ვინც მათ აჰიპნოზებს და მთელს ენერგიას ართმევს.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია

    loading...