ლილიტი სატურნის ასპექტები

    0
    149

    ლილიტი ფიქტიური წერტილია, მთვარის ყველაზე ბნელი მხარე, ცალკე ცოტა ენერგია აქვს, მაგრამ როდესაც რომელიმე პლანეტასთან ქმნის ასპექტს, მის ენერგეტიკულ არხზე ჯდება და ამ ენერგიას აბინძურებს. იგი პლანეტის უარყოფით მხარეებს ააქტიურებს.

    სატურნის შემთხვევაში ეს იქნება თვითიზოლაცია, განდომილობა და ასკეტიზმი. თქვენ შესაძლოა მიდრეკილება გქონდეთ საზოგადოებისგან საკუთარი თავის განცალკევებისაკენ, კანონების მხოლოდ ფორმალური მორჩილებისადმი. ზედმეტ პასუხისმგებლობებს უგონებთ თავს და ამაში შეიძლება იხარჯებოდეს თქვენი ენერგია. შეიძლება გქონდეთ, ფობიები, მანიები, შიშები… საათი გაქვთ არეული, ან ადრე მიდიხართ, ან გვიან. სტრუქტურიზება გაკლიათ, თანმიმდევრობა. ყურადღება მიაქციეთ ამ პლანეტების სახლებს და ნიშნებს.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია