ლილიტი ნეპტუნის ასპექტები

0
2551

ლილიტი ფიქტიური წერტილია, მთვარის ყველაზე ბნელი მხარე, ცალკე ცოტა ენერგია აქვს, მაგრამ როდესაც რომელიმე პლანეტასთან ქმნის ასპექტს, მის ენერგეტიკულ არხზე ჯდება და ამ ენერგიას აბინძურებს. იგი პლანეტის უარყოფით მხარეებს ააქტიურებს.

 

ნეპტუნის შემთხვევაში ეს იქნება ილუზიებისკენ მიდრეკილება. რეალობის და თქვენ მიერ გამოგონილი სამყაროს ერთმანეთისგან გარჩევა შეიძლება გიჭირდეთ. ტყუილი, თვითმოტყუება, პრობლემებისგან გაქცევის სურვილი. კატეგორულად გეკრძალებათ ალკოჰოლი, წამლებსაც მოერიდეთ, შეიძლება თქვენზე ბევრი უკუჩვენება ჰქონდეს. გეკრძალებათ მესიანიზმიც. ისწავლეთ თქვენი და სხვისი პრობლემების გარჩევა და ერიდეთ უაზრო და ყოვლად გაუმართლებელ მსხვერპლს. აუცილებელია სიმართლისთვის, თუნდაც მწარე სიმართლისთვის თვალის გასწორება შესძლოთ. თქვენს ოცნებებში ყველაზე მეტად დაუცველი ხართ. თქვენი დემონი თქვენი წარმოსახვის მეშვეობით გეკონტაქტებათ, ნუ ენდობით საკუთარ ფანტაზიებს. ის შეეცდება ტვინი აგირიოთ.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია