ლილიტი ფიქტიური წერტილია, მთვარის ყველაზე ბნელი მხარე, ცალკე ცოტა ენერგია აქვს, მაგრამ როდესაც რომელიმე პლანეტასთან ქმნის ასპექტს, მის ენერგეტიკულ არხზე ჯდება და ამ ენერგიას აბინძურებს. იგი პლანეტის უარყოფით მხარეებს ააქტიურებს.
მთვარის შემთხვევაში ეს იქნება უკონტროლო ემოციები, უკიდურესად ცვალებადი განცდები – ადამიანი საკუთარ შინაგან სამყაროში სრულიად დაუცველი ხდება. არასტაბილური ხართ, კაპრიზული. პრობლემებია დედასთან. ქალებს ამ მაჩვენებლით დედობასთან დაკავშირებული სირთულეები აქვთ. კაცებს ცოლებთან აქვთ პრობლემები. საკუთარი განწყობილებების მართვა უნდა ისწავლოთ, ემოციურ დონეზე თვითკონტროლი.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია