ლილიტი მერკურის ასპექტები

    0
    4505

    ლილიტი ფიქტიური წერტილია, მთვარის ყველაზე ბნელი მხარე, ცალკე ცოტა ენერგია აქვს, მაგრამ როდესაც რომელიმე პლანეტასთან ქმნის ასპექტს, მის ენერგეტიკულ არხზე ჯდება და ამ ენერგიას აბინძურებს. იგი პლანეტის უარყოფით მხარეებს ააქტიურებს.

    მერკურის შემთხვევაში ეს კომუნიკაციის მანერა და აზროვნების სტილი იქნება. თქვენ თავში ქაოსი გაქვთ, თქვენი ენა- თქვენი მტერია. შესაძლოა არასწორად აღიქვამდეთ ინფორმაციას და გაცემის მომენტშიც თქვენდა უნებურად ამახინჯებდეთ მას. გიჭირთ საჭირო სიტყვებს პოვნა. შეიძლება ბევრი ჭორი იყოს თქვენ გარშემო.  გპარავდნენ ან თავად იყოთ ცოტა ხელმრუდი. მოერიდეთ ამ ყველაფერს. ეცადეთ ყოველთვის გადაამოწმოთ ინფორმაცია. ერთი შეხედვით ნურაფერში იქნებით დარწმუნებული. შეიძლება თვალები გატყუებდეთ არასოდეს მოიპაროთ, განსაკუთრებით სხვისი ინტელექტუალური საკუთრება. შეწყვიტეთ შინაგანი დიალოგი! ეს აუცილებელია! და სანამ რამეს იტყოდეთ, ჯერ თავში დაალაგეთ წინადადება. მხოლოდ ამ გზით შეძლებთ თქვენი ჭკვიანური იდეების ხალხამდე მიტანას, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ დაგიჯერებენ.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია