ლილიტი ასცედენტის უარყოფითი ასპექტები

    0
    1865

    კვადრატი, კვინკონსი – თქვენ არ მოგწონთ საკუთარი გარეგნობა. სექსუალობასთან დაკავშირებული კომპლექსები გაქვთ, რომლის ანაზღაურებასაც არაადეკვატურად ცდილობთ. ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილი იშვიათად ხართ. დისკომფორტს განიცდით მათთან, ვინც პირველად გხედავთ. არც მათ ეხატებით გულზე, სანამ კარგად გაგიცნობენ, იმიტომ რომ მიდრეკილი ხართ საგანგებოდ მოახდინოთ უარყოფითი ადამიანის შთაბეჭდილება. თვითგამოხატვა დამახინჯებულია. საშინელ იმიჯს იქმნით.  ბევრი სამუშაო გაქვთ.

     

    ოპოზიცია – თქვენ ცუდი ტიპებით იხიბლებით. ისეთ პარტნიორებს იზიდავთ, რომლებსაც თქვენთვის არაფერი კარგი მოაქვთ. აკრძალული ხილი გხიბლავთ. ხშირად ჩნდებიან თქვენს ცხოვრებაში ადამიანები, რომლებიც სისაძაგლეების კეთებისკენ გიბიძგებენ. ფატალური, საბედისწერო კავშირებისკენ ხართ მიდრეკილი. კარმული ურთიერთობები გექნებათ. უნდა გააცნობიეროთ, რომ ყველა ადამიანი კონკრეტული მისიით ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში და რაღაცის სწავლებას ცდილობს ჩვენთვის. კარმულ გაკვეთილებს სხვების მეშვეობით გაძლევთ ცხოვრება. ამ სფეროში გამოცდები გელით და თუ მათ წარმატებით ჩააბარებთ, მერე ყველაფერი დალაგდება.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია